ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ იმართება მომხმარებლების ადმინისტრატორად არჩევნები და დაკავშირებული განხილვები


ვიკისაზოგადოება ადმინისტრატორის სტატუსს ანიჭებს ნდობით აღჭურვილ რედაქტორებს, რომლებიც იცნობენ ვიკიპედიის კანონებს. ნომინანტებს ვიკიპედიაში საკმაო ისტორია უნდა ჰქონდეთ, რათა მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ მათ თვისებებს. ადმინისტრატორები ეთიკის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდნენ, ვინაიდან ისინი აღიქმებიან როგორც ვიკიპედიის „ოფიციალური სახე“. ადმინისტრატორები უნდა იყვნენ თავაზიანები, კეთილგანწყობილნი და სხვებთან ურთიერთობისას მომთმენნი. ადმინისტრატორობა დამატებითი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან მათთვის არსებობს ასევე ცალკე კანონები. ადმინისტრატორის ქმედება შეუცვლელი არ არის და არსებობს ცალკე პროცესი, რომელიც ადმინისტრაციული უფლებების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში კონფლიქტებს იხილავს.

გადაწყვეტილების მიღება


ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, შეუძლია წამოაყენოს ვიკიპედიაში უკვე რეგისტრირებული მომხმარებლის კანდიდატურა. საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაც დაშვებულია. ნომინაცია შვიდი დღის განმავლობაში რჩება აქტიური ამ გვერდზე, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული მომხმარებლები საკუთარ მოსაზრებებს წერენ, უსვამენ კითხვებს კანდიდატებს და მისთ. პერიოდის დასასრულს ბიუროკრატი, რომელსაც ადმინისტრატორის გააქტიურება ეხება, განიხილავს დისკუსიას, რათა დარწმუნდეს, რომ არსებობს საერთო კონსენსუსი წამოყენებული კანდიდატურის შესახებ.
რაოდენობა მომხმარებლების, რომლებიც მხარს უჭერენ, წინააღმდეგი არიან ან თავს იკავებენ, მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგადი კონსენსუსის დასადგენად, თუმცა კანდიდატს წარმატებისთვის მომხმარებელთა მინიმუმ 75%-ის მხარდაჭერა სჭირდება. არჩევნების პერიოდში გამოთქმულმა მოსაზრებებმა და არგუმენტებმა შესაძლოა მონაწილეებს კანდიდატის შესახებ აზრი შეაცვლევინოს. ბიუროკრატს ასევე დამატებითი უფლება აქვს გადაწყვიტოს, თუ რამდენად მისაღებია ესა თუ ის კანდიდატი ადმინისტრატორად.
განსაკუთრებულ შემთხვევებში ბიუროკრატებმა შესაძლოა გაახანგრძლივონ არჩევნების პერიოდი თუ ამით კონსენსუსი უფრო ნათლად გამოიკვეთება. თუ კანდიდატი პირველ არჩევნებში ვერ გავიდა, გთხოვთ მოიცადოთ გარკვეული პერიოდი (სასურველია სამი თვე), სანამ ხელმეორედ წამოაყენებდეთ თქვენს კანდიდატურას.

როგორ შეიძლება გავხდე ადმინისტრატორი?


  • კანდიდატი დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 1 წლის წინ.
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3500 რედაქტირება.
  • კანდიდატის წამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც ხმის უფლება აქვს. უნდა იყოს კანდიდატის თანხმობა.

კენჭისყრაში მონაწილეთა უფლებები


  • კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც არანაკლებ 3 თვის წინ დარეგისტრირდნენ (ვირტუალების თავიდან ასაცილებლად). იგი აქტიური უნდა იყოს კანდიდატის წამოყენებამდე (ისევ ვირტუალებისგან დასაცავად).
  • კენჭისყრისას მომხმარებელს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს (მომხრე)-თი, (ნეიტრალური)-თ, ან (წინააღმდეგი)-თ. სასურველია ამის მიზეზიც მიუწეროს. ხმების დათვლისას (ნეიტრალური) არ მიიღება მხედველობაში.
  • საკუთარი თავისთვის მიცემული ხმები არ ითვლება.
  • მომხმარებელს მხოლოდ ერთი სახელით შეუძლია ხმა მისცეს. ეს „Checkuser“-მა (ჯერჯერობით ქართულ ვიკიპედიაში არა გვყავს) უნდა შეამოწმოს.
  • დაუშვებელია აგრესიის და მუქარის გამოყენება.
  • კენჭისყრისას „თავის შეკავება“ არაა მიზანშეწონილი.

ინსტრუქცია

  • კანდიდატურის წამოყენების შემდეგ ქვედა სექციაში „მიმდინარე არჩევნები“ ჩასვით კოდი {{ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები/კანდიდატი}} (კანდიდატი ნაცვლად კანდიდატის სახელი).
გამოიყენეთ ქვედა ფანჯარა, კანდიდატი ნაცვლად ჩაწერეთ კანდიდატის სახელი:


მიმდინარე არჩევნები

არქივი