ველის ჭრიჭინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ველის ჭრიჭინა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სწორფრთიანები
ოჯახი:  ჭრიჭინასებრნი
გვარი:  Melanogryllus
სახეობა:  ველის ჭრიჭინა
ლათინური სახელი
Melanogryllus desertus (Pallas, 1771)

ველის ჭრიჭინა (ლათ. Melanogryllus desertus) — მწერი ჭრიჭინასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 12–19 მმ.[1] ზრდასრული ჭრიჭინას სხეული და თავი მოშავო მკრთალი ფერისაა, თვალებს შორის მკრთალი გარდიგარდმო ზოლებით გააჩნია. მუცლის ქვედა მხარე, უკანა ბარძაყები და წვივები ხშირი, დაწვენილი ბეწვითაა დაფარული. ქვედა ნაწილში უკანა ბარძაყები შავია. ველის ჭრიჭინა ამიერკავკასიაში ჩვეულებრივ ყველგანაა გავრცელებული და საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას. განსაკუთრებით ზიანდება ახლად აღმოცენებული მცენარეების ნათესი, რომელსაც ჭრიჭინა სრულად ანადგურებს, წამოზრდილ მცენარეებს აზიანებს ფესვის ყელთან.[2]

ებრძვიან სხვადასხვა მეთოდით: კვერცხისდების დამთავრებისთანავე ამუშავებენ ნიადაგს, ნათესებს რწყავენ ზომიერად, იყენებენ პესტიციდებს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Малыш, Ю.М.; Фролов, А.Н.. Melanogryllus desertus Pall. — Сверчок степной.. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2021
  2. 2.0 2.1 ლობჟანიძე მზაღო, ტყებუჩავა ზაირა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2009. — გვ. 9.