დიონისე II უმცროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიონისე მცირე
Διονύσιος ο νεότερος
სირაკუსეს ტირანი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 347
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 344
წინამორბედი: ნისეა
სირაკუსეს ტირანი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 367
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 356
წინამორბედი: დიონისე I
მემკვიდრე: დიოდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. ძვ. წ. 397
დაბ. ადგილი: სირაკუსე
გარდ. თარიღი: დაახლ. ძვ. წ. 337
გარდ. ადგილი: ძველი საბერძნეთი
შვილები: აპოლოკრატესი
დინასტია: დიონისიდები
მამა: დიონისე I
დედა: დორია

დიონისე II უმცროსი (დაბადების და გარდაცვალების წლები უცნობია) — ტირანი ძვ. წ. 367-357 და ძვ. წ. 346-344. დიონისე I-ის უფროსი შვილი. შეწყვიტა მამამისის მიერ დაწყებული ომი კართაგენთან. სამხრეთის საქმეში დიდი წარმატებები არ ჰქონია. დაახლოებით ძვ. წ. 357 გაილაშქრა ლუკანების (სამხრეთ იტალიკური ტომები) წინააღმდეგ. ამასობაში სირაკუსეში ძალაუფლება ხელთ იგდო მისმა ნათესავმა დიონმა. დიონისე II იტალიაში გადავიდა, სადაც ქ. ლოკრეში გაბატონდა. ძვ. წ. 346 დაიბრუნა სირაკუსე, მაგრამ მისი სისასტიკით შევიწროვებულმა სირაკუსელებმა დახმარებისათვის კორინთს მიმართეს. ძვ. წ. 344 წელს დიონისე II-მ ქალაქი კორინთის მხედართმთავარს ტიმოლეონტის ჩააბარა და თავისი მომხრეებით საბერძნეთში გადასახლდა, შემდგომში კორინთში ცხოვრობდა. გარდაიცვალა სიღარიბეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Helmut Berve. Die Tyrannis bei den Griechen. 2 Bände. München 1967