არსინოე III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არსინოე III ფილოპატრა

არსინოე III — ძველი ეგვიპტის დედოფალი პტოლემე III-ის და ბერენიკა II-ის ქალიშვილი. დაიბადა დაახლოებით ძვ. წ. 246-245 წწ. დედოფლად იყო აღიარებული დაბადებიდანვე. ცოლად გაჰყვა თავის ძმას პტოლემე IV-ს ძვ. წ. 220 წელს, რომლისგანაც ჰყავდა ერთი შვილი პტოლემე V. ქმართან ერთად იყო გაერთიანებული დინასტიური ღმერთის ფილოპატოროს კულტში ძვ. წ. 216-215 წწ. შესაძლოა უარყოფილი იყო პტოლემე V-ის მიერ ძვ. წ. 204 წ.

სავარაუდოდ, მოკლა ფილიმონმა, რომელიც იყო სოსიბიის ან თავათ პტოლემე IV-ის აგენტი, შესაძლოა დაიწვა სასახლეში ხანძარის დროს. ლიტერატურაშიარის გაურკვევლობა მის ნამდვილა სახელთან დაკავშირებით. ლივიუსი მას უწოდებს კლეოპატრას, ხოლო იუსტინე ევრიდიკეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]