კლიტემნესტრა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(განსხვავება არ არის)

10:37, 13 მარტი 2009-ის ვერსია

კლიტემნესტრა მკვლელობის შემდეგ

კლიტემნესტრა — ტინდარეოსის და ლედას ასული, ელენეს და დიოსკურების და, აგამემნონის ცოლი, ქრიზოთემიდას, ორესტეს, იფიგენიასა და ელექტრას დედა. როცა ბერძენთ ჯარების მთავარსარდალი აგამემნონი ტროაში იბრძოდა, მოღალატე ცოლმა ეგისთე შეიყვარა და მასთან ერთად განაგებდა მიკენს. შინ დაბრუნებით გახარებული მეფე ცოლმა მზაკვრული ალერსით მიიღო, აბაზანაში შეიყვანა, სადაც მისი დახმარებით ეგისთემ მოკლა, ტახტზეც მკვლელი ავიდა და შვიდი წელი განაგებდა მიკენს. სხვა ვერსიით კლიტემნესტრამ ქმარი იმისათვის მოკლა, რომ ლამაზი ტყვე ქალი კასანდრა მოიყვანა და მისი შერთვა უნდოდა. როცა ორესტე გაიზარდა, ეგისთეც მიკლა და მოღალატე დედაც, რისთვისაც ის ერინიებმა გააგიჟეს.

ლიტერატურა

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 257, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: