ვახტანგ ონიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008516
ხაზი 22: ხაზი 22:
[[კატეგორია:საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1930]]
[[კატეგორია:დაბადებული 1930]]
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები]]

23:35, 15 იანვარი 2022-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ონიანი.
ვახტანგ ონიანი

ვახტანგ ონიანი (დ. 14 აპრილი, 1930, ჟახუნდერი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მოქანდაკე, მხატვარი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). ღირსების ორდენის კავალერი (2002).

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების განხრით. 1960–1961 წლებში მუშაობდა ჟურნალ „დროშის“ მთავარ მხატვრად; 1964–1980 წლებში ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. ონიანის ნამუშევრებია: ქანდაკება — „გაქვავებული ცრემლი“, „სვანი გოგონა“ (ორივე 1958), „მახვში“ (1967), „ცოდნის სვეტი“ (1981), „მიხეილ ხერგიანის ბიუსტი“ მესტიაში ხერგიანის სახლ-მუზეუმთან; დაზგური ქანდაკება — „კაცი ლაშხეთიდან“, „ქალიშვილის პორტრეტი“ და სხვა; გრაფიკა — „მეუღლის პორტრეტი“ (1965), „წითელი ღრუბლები“ (1967) და სხვა.

მხატვრულად გააფორმა და დაასურათა ქართული ხალხური ეპოსის ნიმუშები: „გივარგილ“, „ამირანი“, „ბეთქილ“, „ლადლერი“, „დალის საუფლო“. 1957 წლიდან მონაწილეობს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოწყობილ გამოფენებში; გააფორმა საქართველოს სექცია ალჟირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1967, დაჯილდოვდა დიდი ოქროს მედლით) და საქართველოს პავილიონი — იზმირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1968). ავტორია რამდენიმე მხატვრული ნაწარმოებისა, მათ შორის: „ოქროს ხანა“, „თეთრი მერცხლების გადაფრენა ანუ...“ და სხვ.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში