ფარეშთუხუცესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
შინაარსი შეიცვალა ''''-ით
ხაზი 1: ხაზი 1:
''
'''ფარეშთუხუცესი''' [[მსახურთუხუცესი|მსახურთუხუცესის]] უწყებაში შემავალი სახელო ოყო. [[ხელმწიფის კარის გარიგება|ხელმწიფის კარის გარიგებაში]] ვკითხულობთ: {{ციტატა|მსახურთუხუცესი ვეზირია და მისი ჴელისა არის: სალარო, საწოლი, მესაწოლეთ-უხუცესი, მოლარეთ-უხუცესი, ფარეშთ-უხუცესი, ციცხვთ-უხუცესი, მეხილეთ-უხუცესი.<ref>ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ VI, თბ., 1982. გვ. 385, „გარიგება ჴელმწიფისა კარისა“.</ref>}}

ფარეშთუხუცესისა და ფარეშთა საქმე იყო ყოველგვარი საფენის დაფენა, ოთახების ნოხებითა და სხვადასხვა მანდილებით მოკაზმვა. დილით, როდესაც [[მეფე]] საწოლიდან გამობრძანდებოდა, ფარეშთუხუცესი და ფარეშები ეხმარებოდნენ მას<ref>ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ VI, თბ., 1982. გვ. 319</ref>.

ფარეშთუხუცესი უფროსი ხელმძღვანელი იყო [[დარბაზი|დარბაზისა]] და სხვა სადგომებისა მოკაზმვის დროს, იგი აფენინებდა ნოხებსა და საფენებს და ამკობინებდა ოთახებს. ზოგჯერ თვითონაც აკეთებდა საფარეშო საქმეს. მაგალითად, პურობის დროს, როცა დარბაზობა იყო, „ცოცხს ფარეშთ-უხუცესი აიღებს“ და „პურობის უკანით ნოხსა გადმოგჳს მეფის წინაშე“<ref>ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ VI, თბ., 1982. გვ. 319</ref>.

ფარეშთუხუცესის გამგებლობაში შედიოდა საფარეშოები და ფარეშები. საფარეშოები შინაური მეურნეობისთვის განკუთვნილი დაწესებულება და საწყობი იყო. სანთლისა და შანდლებისთვის ცალკე საფარეშო იყო. კიდევ არსებობდა სამკერვალო საფარეშო, სამრეცხაო საფარეშო და სხვ<ref>ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2009. გვ. 93</ref>.

== ლიტერატურა ==
*ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ VI, თბ., 1982
*ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2009

== სქოლიო ==
{{სქოლიო}}

[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]

14:59, 3 მაისი 2013-ის ვერსია