ექინოკოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: uk:Echinococcus granulosus
Bot: 18 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q630200
ხაზი 26: ხაზი 26:
[[კატეგორია:თასმისებური ჭიები]]
[[კატეგორია:თასმისებური ჭიები]]


[[ar:مشوكة حبيبية]]
[[bg:Echinococcus granulosus]]
[[ca:Echinococcus granulosus]]
[[cs:Měchožil zhoubný]]
[[de:Dreigliedriger Hundebandwurm]]
[[en:Echinococcus granulosus]]
[[es:Echinococcus granulosus]]
[[fr:Echinococcus granulosus]]
[[it:Echinococcus granulosus]]
[[ja:単包条虫]]
[[kk:Эхинококк]]
[[la:Echinococcus granulosus]]
[[pl:Tasiemiec bąblowcowy]]
[[pt:Echinococcus granulosus]]
[[ro:Echinococcus granulosus]]
[[ru:Эхинококк]]
[[ru:Эхинококк]]
[[sk:Pásomnička pečeňová]]
[[tr:Echinococcus granulosus]]
[[uk:Echinococcus granulosus]]
[[uk:Echinococcus granulosus]]
[[wa:Vier do kisse idatike]]

00:58, 11 მარტი 2013-ის ვერსია

ექინოკოკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Echinococcus granulosus

ექინოკოკი (Echinococcus granulosus), ცხოველი თასმისებური ჭიების კლასისა. სქესმწიფე ექინოკოკის სიგრძეა 2-8 მმ. თავზე ორი წყება კაუჭებით შეიარაღებული ხორთუმი აქვს. სხეული შედგება 3-4 პროგლოტიდისაგან. ლარვას ბუშტის ფორმა აქვს და ამოვსებულია შუამავალი მასპინძლის სისხლიდან გამოყოფილი სითხით. ექინოკოკი სქესმწიფე სტადიის დროს პარაზიტობს მტაცებლების (ძაღლი, მგელი, ტურა) წვრილ ნაწლავში, ლარვული სტადიის დროს ძირითადად შუამავალი მასპინძლის (ჩლიქოსნები და ადამიანი) ღვიძლსა და ფილტვებში, შესაძლებელია ყველა შინაგან ორგანოსა და ქსოვილში, გარდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა. დეფინიტური (ძირითადი) მასპინძლის ექსკრემენტთან ერთად ექინოკოკის კვერცხებით ბინძურდება ნიადაგი, წყალი, მცენარეულობა და თვით ცხოველიც. კვერცხი სხვადასხვა გზით ხვდება შუამავალი მასპინძლის პირში და შემდეგ კუჭში, სადაც თავისუფლდება გარსისაგან. კვერცხიდან გამოსული ჩანასახი (ონკოსფერა) გადადის ნაწლავში, აქედან სისხლში ან ლიმფურ სისტემაში და სისხლის ნაკადით ამა თუ იმ ორგანოში ხვდება. ექინოკოკი იწვევს ექინიკოკოზს, რომელიც შუამავალ მასპინძელს უმთავრესად ძაღლისაგან, იშვიათად კი მგლისაგან შეეყრება.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 250, თბ., 1979