ტარას შევჩენკო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.5) (ბოტის დამატება: lv:Tarass Ševčenko
r2.6.5) (ბოტის დამატება: hy:Տարաս Շևչենկո
ხაზი 36: ხაზი 36:
[[hr:Taras Grigorovič Ševčenko]]
[[hr:Taras Grigorovič Ševčenko]]
[[hu:Tarasz Hrihorovics Sevcsenko]]
[[hu:Tarasz Hrihorovics Sevcsenko]]
[[hy:Տարաս Շևչենկո]]
[[it:Taras Hryhorovyč Ševčenko]]
[[it:Taras Hryhorovyč Ševčenko]]
[[ja:タラス・シェフチェンコ]]
[[ja:タラス・シェフチェンコ]]

02:58, 13 თებერვალი 2013-ის ვერსია

ავტოპორტრეტი

ტარას შევჩენკო (უკრ.: Тарáс Григóрович Шевчéнко; დ. 9 მარტი [25 თებერვალი], 1814 – გ. 10 მარტი [26 თებერვალი], 1861) — უკრაინელი პოეტი, მსახიობი, ჰუმანისტი. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თანამედროვე უკრაინული ლიტერატურისა და, უმეტესწილად, თანამედროვე უკრაინული ენის საფუძველს წარმოადგენს. შევჩენკო ასევე რუსულად წერდა და დატოვებული აქვს მრავალი ხელოვნების ნიმუში როგორც მხატვარსა და ილუსტრატორს.

1840 წელს შევჩენკომ უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა პოემა „კობზარი“, რომელიც გახდა ახალი ხანის დასაწყისი უკრაინულ ლიტერატურაში. მომდევნო წელს გამოაქვეყნა მეორე პოემა „ჰაიდამაკები“. თავის შემოქმედებაში შევჩენკო უკრაინის გმირულ წარსულს უპირისპირებს უღიმღამო აწმყოს და ცდილობს თანამედროვეებში გააღვიძოს სამშობლოს სიყვარული. ეროვნულ–განმათავისუფლებელი იდეებით არის გამსჭვალული შევჩენკოს პოემები „კავკასია“, „დიდი აკლდამა“ და მრავალრიცხოვანი ლექსები.