ცელულოზა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb '''ცელულოზა''' (ფრ. cellulose [[ლ...
 
r2.7.2) (ბოტის დამატება: xmf:ცელულოზა
ხაზი 70: ხაზი 70:
[[uk:Целюлоза]]
[[uk:Целюлоза]]
[[vi:Cellulose]]
[[vi:Cellulose]]
[[xmf:ცელულოზა]]
[[zh:纤维素]]
[[zh:纤维素]]

05:33, 21 დეკემბერი 2011-ის ვერსია

ცელულოზა (ფრ. cellulose ლათ. cellula-დან «უჯრედი, უჯრედისი») — უჯრედისი [С6Н7О2(OH)3]n, პოლისაქარიდი; მცენარეული უჯრედის გარსის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომელიც სიმტკიცესა და ელასტიკურობას სძენს მცენარის ქსოვილებს. ცელულოზა ყველაზე უფრო გავრცელებული ბიოპოლიმერია. მაგ: ბამბის თესლის ბოჭკოებში 95-98% ცელულოზაა, ლაფნის მცენარეების ღეროებში 60-90 %, მერქანში — 40 %, მწვანე ფოთლებში, ბალახში — 10-25%. ცელულოზა აღმოჩენილია აგრეთვე ზოგიერთ უმდაბლეს უხერხემლო ცხოველში. ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში ცელულოზა თითქმის არ მონაწილეობს. ცელულოზა თეთრი ბოჭკოვანი მასალაა (40-50 მმ-დე სიგრძის), სიმკვრივე 1520-1540 კგ|მ³, წყალსა და ორგანულ გამხსნელებში არ იხსნება. ცელულოზის მაკრომოლეკულა D-გლუკოზის რგოლებისგანაა შემდგარი. ცელულოზის ნაწარმები (მაგ: აცეტილცელულოზა, ნიტროცელულოზა და სხვ.) მნიშვნელოვანი ტექნიკური პროდუქტებია. ცელულოზისგან ამზადებენ ქაღალდს, აფსკებს (ცელოფნის პარკებს), პლასტმასებსა და ლაქებს. ცელულოზის ბუნებრივსა და ხელოვნურ ბოჭკოებს ფართოდ იყენებენ საფეიქრო მრეწველობაში.


ლიტერატურა