კრისტინა საქსონიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: it:Cristina di Sassonia
ბოტის დამატება: cs:Kristina Saská
ხაზი 17: ხაზი 17:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1521]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1521]]


[[cs:Kristina Saská]]
[[da:Dronning Christine]]
[[da:Dronning Christine]]
[[de:Christina von Sachsen (1461–1521)]]
[[de:Christina von Sachsen (1461–1521)]]

08:30, 23 ნოემბერი 2010-ის ვერსია

ქრისტინა საქსონელი

ქრისტინა საქსონელი (დ. 25 დეკემბერი, 1461, ტორგაუ — გ.8 დეკემბერი, 1521, ოდენსი), საქსონიის პრინცესა, დედოფალო დანიის, ნორვეგიისა და შვედეთისა.

ბიოგრაფია

მეფე ჰანსს 1478 წლის 6 სექტემბერს მისთხოვდა და დანიისა და ნორვეგიის (1483-დან 1513-მდე), ხოლო (1497-დან 1501-მდე) შვედეთის დედოფალი გახდა.

მას შეეძინა ქრისტიან II, ფრანსისკუსი, კნუდი და ელისაბეთი, რომელიც მოგვიანებით იოაჰიმ I ნესტორს გაჰყვა ცოლად, ბრანდენბურგის ამომრჩეველს.

1497 წელს მისი მეუღლე შვედეთის მეფე გახდა, 1499 წელს ქრისტინა შვედეთის დედოფლად აკურთხეს უფსალაში და 1500 წელს უკვე ამ ქვეყნის რეგენტი გახდა. როდესაც შვედეთში დანიის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა, ქრისტინა სტოკჰოლმში, ტრე კრონორის ციხესიმაგრეში მოექცა ალყაში. იგი 1502 წლის 9 მაისს დანებდა, როდესაც დანიელი ჯარისკაცების რიცხვი 1000-დან 70-მდე შემცირდა შიმშილისა და ავადმყოფობის გამო. როდესაც პოზიციები დასთმო, მან ლედი ინგებორგ ტოტი დაირქვა და მონაზვნად აღიკვეცა. ქრისტინა სტენ სტურე უმცროსმა დააპატიმრა და ვედსტენის სააბატოში გამოკეტა 1503 წლამდე, ამის მერე იგი გათავისუფლდა და დანიაში დაბრუნდა.