დარბაზული ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: es:Planta de salón
ბოტის დამატება: it:Hallenkirche
ხაზი 17: ხაზი 17:
[[he:כנסיית אולם]]
[[he:כנסיית אולם]]
[[hu:Csarnoktemplom]]
[[hu:Csarnoktemplom]]
[[it:Hallenkirche]]
[[nl:Hallenkerk]]
[[nl:Hallenkerk]]
[[pl:Kościół halowy]]
[[pl:Kościół halowy]]

18:51, 20 ოქტომბერი 2010-ის ვერსია

დარბაზული ეკლესია, საეკლესიო ნაგებობის ერთ-ერთი სახეობა. XI საუკუნიდან გავრცელდა ევროპის ქვეყნებში. ჩვეულებრივ შედგება საკურთხევლისა და ერთი ნავისაგან, რომელიც გადახურულია ორკალთიანი სახურავით და ზოგჯერ ეგვტერები და გარშემოსავლელიც აქვს. არის ისეთი დარბაზული ეკლესიებიც, რომლებსაც თანაბარი სიმაღლის ნაგები ან რამდენიმე მაღალი უსარკმლო შუა ნავი აქვთ (სანქტ-ბართოლომეუსის კაპელა პადერბორნში, გერმანია, დაახლოებით 1017; სან-სერნენის ეკლესია ტულუზაში, საფრანგეთი, XI საუკუნის დასასრული) და სხვა. აღორძინების ეპოქიდან მოყოლებული ევროპაში დარბაზულ ეკლესიებს თითქმის აღარ აშენებენ. საქართველოში დარბაზული ეკლესია ერთადერთი ტიპია, რომელიც არსებობდა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. სოფლის მცირე, მხატვრულად უმნიშვნელო სამლოცველოებთან ერთად დარბაზული ეკლესიის ტიპს მიეკუთვნება ბევრი საყურადღებო ძეგლიც: აკვანება, ოლთისი, ეხვევი, ხვისი, სავანე, მალაანთ ეკლესია, ქარზამეთი და სხვა.

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ქსე, ტ. 3, გვ. 380, თბ., 1978