სეუნგრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სეუნგრი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 დეკემბერი, 1990(1990-12-12)[1] (33 წლის)
დაბ. ადგილი Gwangju
ხელმოწერა
საიტი weibo.com/seungriasia
სეუნგრი ვიკისაწყობში

ლი სი ჰიონი ცნობილი, როგორც სეუნგრი (დ. 12 დეკემბერი, 1990, ) — სამხრეთ კორეელი მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი, მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორი. 2000-იან წლებში გახდა ბოიბენდ Big Bang-ის ერთ-ერთი ვოკალისტი, რომელიც საბოლოოს გახდა ყველაზე გაყიდვადი ჯგუფი აზიაში.

სკანდალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 11 მარტს სეუნგრიმ დატოვა სამოღვაწეო ინდუსტრია, ღამის კლუბ Burning Sun-თან დაკავშირებული სკანდალის გამო. იგი ეჭვმიტაილი იყო სუტენიორობაში. 13 მარტს სააგენტომ YG Entertainment მასთან კონტრაქტი გაწყვიტა. 28 მარტს სამართალდამცავებმა სეუნგრი დააკავეს უკანონოდ ფდაფარული ფოტოების გავრცელების ბრალდებით. მან აღიარა, რომ ავრცელებდა უკანონოდ მოპოვებულ კადრებს, მაგრამ თითონ არ იღებდა. მას ასევე წაუყენეს ბრალდება ნარკოტიკების უკანონო მოხმარების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და საკვებ პროდუქტებზე არსებული კანონის დარღვევის გამო.

სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძება არ შეუფარდა და გაათავისუფლა. პოლიციამ აღნიშნა, რომ გამოძებას სეუნგრის ჯარში გაწვევის თარიღამდე დახურულად გამოაცხადებდა, თუმცა 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქმე პროკურატურას გადაეცა და მიმდინარეობს გამოძიება.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Let’s Talk About Love (2013)
  • The Great Seungri (2018)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Česko-Slovenská filmová databáze — 2001.