სანტა კროჩეს ბაზილიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანტა კროჩეს ბაზილიკა, ფასადი

სანტა კროჩეს ბაზილიკა (იტალ. Basilica di Santa Croce) — ფრანცისკანული ეკლესია ფლორენციაში, ცნობილი ჯოტოს ფრესკებით და გამოჩენილი იტალიელების საფლავებით.

ბაზილიკა წარმოადგენს ყველაზე დიდ ფრანცისკანულ ეკლესიას მსოფლიოში. შენობის არქიტექტორად მიჩნეულია არნოლფო დი კამბიო.

ბაზილიკა აშენდა ქალაქის კედლებს გარეთ მდგომი პატარა ეკლესიის ადგილას, რომელიც ფრანცისკანელებმა ააშენეს წმინდა ფრანჩესკო ასიზელის სიკვდილის შემდეგ.

ტაძარი შენდებოდა 90 წლის განმავლობაში, 1295-1385 წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]