თეთრი სამყურა (სინ. მხოხავი სამყურა ლათ.Trifolium repens) — მრავალწლოვანი ბალახოვანი საძოვრის მცენარე. თეთრი (ზოგჯერ თეთრი- მკრთალადმოწითალო) თავაკა ყვავილებით. 5-20 სმ-მდე სიმაღლის მოგრძო (40 სმ-მდე) მხოხავი ღეროებით და მასზე განლაგებული ფართო ლანცეტური, სამ-სამ ფოთოლაკიანი ფოთლებით.
ფართოდაა გავრცელებული საქართველოს დაბლობებსა და მთიანი ზოლის მინდვრებსა და ტყის პირებში. კარგი თაფლოვანი, ამასთან ყუათიანი მწვანე ბალახოვანი საკვებია საქონლისათვის. წითელ სამყურასთან შედარებით იწვევს საქონლის ნაკლებ შებერილობას.