რუაპეჰუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუაპეჰუ
რუაპეჰუ
რუაპეჰუ
კოორდინატები: 39°17′00″ ს. გ. 175°34′00″ ა. გ. / 39.28333° ს. გ. 175.56667° ა. გ. / -39.28333; 175.56667
სიმაღლე 2797 
ქედი ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ტიპი სტრატოვულკანი
რუაპეჰუ — ახალი ზელანდია
რუაპეჰუ
რუაპეჰუ — ჩრდილოეთი კუნძული
რუაპეჰუ

რუაპეჰუ (მაორი. Ruapehu — „მგრგვინავი უფსკრული“) — მოქმედი სტრატოვულკანი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე 2797 მ. მდებარეობს ქალაქ ოჰაკუნედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 23 კმ-ში, ხოლო ტბა ტაუპოს სამხრეთ სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთით 40 კმ-ში.

რუაპეჰუს გააჩნია სამი ძირითადი პიკი: ტაჰურანგი (მაორების ენაზე Tahurangi; 2797 მ); ტე-ჰეუჰეუ (მაორების ენაზე Te Heuheu; 2755 მ), პარეტეტაიტონგა (მაორების ენაზე Paretetaitonga; 2751 მ). აქტიური ვულკანური კრატერი სწორედ ამ მწვერვალებს შორისაა მოქცეული.

რუაპეჰუ წარმოადგენს ანდეზიტებით აგებულ წაკვეთილ კონუსს. კალთები შემოსილია წითელი წიფლით, ლიბოცედრუსითა და ბუჩქნარით. 1700-2000 მ-ზე ზევით თოვლი და პატარა მყინვარებია.

მნიშვნელოვანი ამოფრქვევა მოხდა 1975 წელს. უკანასკნელი 2007 წლის 25 სექტემბერს. რუაპეჰუ მოქცეულია ტონგარიროს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]