რობი ამელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობი ამელი
მშობლიური სახელი Robbie Amell
დაბადების თარიღი 21 აპრილი, 1988 (1988-04-21) (36 წლის)
ტორონტო, კანადა
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 2005-დღემდე
მეუღლე(ები) იტალია რიჩი (იქ. 2016)
შვილ(ებ)ი 1
ნათესავები სტივენ ადამ ამელი

რობი ამელი (ინგლ. Robbie Amell) (დ. 21 აპრილი, 1988) — კანადელი მსახიობი, მოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობი ამელი დაიბადა ონტარიოს შტატის ქალაქ ტორონტოში. იგი არის ჯო და ბობ ამელის ვაჟი. ბობ ამელი დაკავებულია საიუველირო ბიზნესით[1][2][3] ის არის მსახიობი სტივენ ამელის პირველი ბიძაშვილი [4]. თავის დასთან ერთად მან დაიწყო მოდელირება და მცირე როლები ითამაშა ექვსი წლის ასაკში. თექვსმეტი წლის ასაკში მან მიღო მონაწილეობა სკოლაში, სპექტაკლში „ლუისი და დეივი და ფიონია“. მსახიობობის სიყვარულმა განაპირობა ის, რომ მან შემდგომში ჩააბარა კანადის სამსახიობო სასწავლებელში. 2006 წელს ტორონტოში დაამთავრა ლოურენს პარკის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობი ამელის პირველი როლი იყო ფილმში „ბითუმად უფრო იაფია 2“, რომელიცგადაიღეს ონტარიოში, მუსკოკის რეგიონში. 2007 წელს მან მიიღო მონაწილეობა ფილმში „მცდარი მოსახვევი“. კანადურ Family Channel-ზე გამოსულ სერიალში „ცხოვრება დერეკთან“ მან კეისი მაკდონალდის მეგობარ მაქსის როლი რამდენიმე ეპიზოდში ითამაშა. სერიალის დისტრიბუცია მსოფლიოს მასშტაბით ხდებოდა, Disney Channel-ის ჩათვლით.[5]. რობი აგრეთვე გამოჩნდა ABC-ის ტელეფილმში „ობიექტივში“, ხოლო 2009 წელს – ფრედ ჯოუნსის როლში, ტელეფილმში „სკუბი დუ: საიდუმლო იწყება“, რომელიც Cartoon Network-ზე ყველაზე პოპულარულ ჩვენებად იქცა. 2010 წელს მან იგივე როლი განასახიერა გაგრძელებაში „სკუბი დუ: ტბის მონსტრის წყევლა“[5].

2013 წელს ამელმა მიიღო სტივენ ჯეიმსონის როლი CW-ის სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „ხვალინდელი ადამიანები“. იგი იყო ამავე სახელწოდების მქონე ბრიტანული სერიალის გადამუშავებული ვერსია.[6].

ამელმა აგრეთვე ითამაშა კევინ სპეისისთან და და ჯენიფერ გარნერთან ერთად კომედიურ ფილმში „ცხრა სიცოცხლე“, რომელიც გამოვიდა 2016 წლის 5 აგვისტოს.[7][8].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის ივლისში გაიცნო იტალია რიჩი.[9][10] 2016 წლის 15 ოქტომბერს ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ[11].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zach Stone is Gonna Be Famous – Cast – Robbie Amell. MTV. ციტირების თარიღი: October 8, 2013.
  2. Kirkland, Bruce. (2015-02-18) Robbie Amell gushes about starring in 'The DUFF' | Movies | Entertainment | Toro. Torontosun.com. ციტირების თარიღი: 2016-11-29.
  3. Humphrey Funeral Home A.W. Miles - Newbigging Chapel Limited. Humphreymilesnewbigging.com. ციტირების თარიღი: 2016-11-29.
  4. Bierly, Mandi (September 16, 2013). „Invasion of the Amells: A Q&A with The CW's best bloodline“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 12, 2015. ციტირების თარიღი: October 8, 2013.
  5. 5.0 5.1 Mcomet Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-28. ციტირების თარიღი: 2017-06-27.
  6. Vrajlal, Alicia (May 9, 2014). „Luke Mitchell's series The Tomorrow People cancelled after Season One“. Daily Mail. London.
  7. Robbie Amell and Jennifer Garner Find Nine Lives Opposite Kevin Spacey as a Cat. ComingSoon.net.
  8. 'The Flash' Star Robbie Amell in Negotiations to Join Kevin Spacey in 'Nine Lives' (Exclusive). TheWrap.
  9. Robbie Amell Height Weight Body Statistics.
  10. TheTomorrowPeopleCW.com. thetomorrowpeoplecw.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-22. ციტირების თარიღი: 2017-06-26.
  11. Longeretta, Emily. (August 20, 2014) Italia Ricci & Robbie Amell Engaged — After 6 Years Of Dating. Hollywood Life.