რაგნარ სიგურდსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაგნარ სიგურდსონი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რაგნარ სიგურდსსონი
დაბადების
თარიღი
19 ივნისი, 1986 (1986-06-19) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
რეიკიავიკი, ისლანდია
სიმაღლე 1.87
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ფულემი
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
2002-2004 ფილკირი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004-2006 ფილკირი 38 (2)
2007-2011 გეტეორგი 122 (11)
2011-2013 კოპენჰაგენი 70 (4)
2014-2016 კრასნოდარი 59 (2)
2016- ფულემი 15 (1)
ეროვნული ნაკრები
2001-2002 ისლანდია 17 წლ. 11 (1)
2004 ისლანდია 19 წლ. 5 (2)
2005-2006 ისლანდია 21 წლ. 7 (0)
2007- ისლანდია 66 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რაგნარ სიგურსონი  (დ. 19 ივნისი, 1986) — ისლანდიელი პროფესიონალი ფეხბურთელი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეტებორგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფეხბურთო კლუბ ფილკირში თამაშის შემდეგ, 2006 წელს რაგნარ სიგურდსონი ჩაირიცხა შვედურ კლუბ გეტებორგში. მისი დებიუტი შედგა 2007 წლის 6 აპრილს.

კოპენჰაგენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 30 მაისს რაგნარმა გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი დანიის ჩემპიონთან, კოპენჰაგენთან, დაახლოებით 5.5 მილიონად.[1][2]

კრასნოდარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 23 იანვარს, რუსეთის საფეხბურთო პრემიერ ლიგის კლუბმა, კრასნოდარმა, განაცხადა, რომ მათ რაგნართან გააფორმეს 2.5 წლიანი კონტრაქტი.[3]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეიმირ ჰალგრისონისა და ლარს ლაგერბეკის ხელმძღვანელობით რაგნარ სიგურდსონი შევიდა 23 კაციან განაცხადში, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე.[4] მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ისლანდიის შემადგენლობაში 2014 წლის 16 ნოემბერს, საკვალიფიკაციო ტურში, ჩეხეთის წინააღმდეგ.[5] 2016 წლის 27 ივნისს მან გაიტანა პირველი გოლი ევროპის ჩემპიონატზე, ინგლისის წინააღმდეგ, შესარჩევ ტურში. ის ამ თამაშის მთავარ გმირად დაასახელეს.[6][7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FC København henter islænding i Sverige - Retrieved on 30 May 2011, pol.dk (in Danish)
  2. Officielt: Sigurdsson til FCK დაარქივებული 2011-06-01 საიტზე Wayback Machine. - Retrieved on 30 May 2011, sporten.dk (in Danish)
  3. Рагнар Сигурдссон стал игроком "Краснодара" RU. FC Krasnodar (23 January 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2017.
  4. A karla – Lokahópur fyrir EM 2016 Icelandic. Knattspyrnusamband Íslands (9 May 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 10 May 2016.
  5. Teitsson, Kristinn Páll (16 November 2014). „Strákarnir felldir í Tékklandi“. Vísir (Icelandic). ციტირების თარიღი: 17 November 2014.
  6. „Iceland 'should have beaten the English by a bigger score'. ESPN FC. 28 June 2016. ციტირების თარიღი: 28 June 2016.
  7. Ragnar Sigurðsson Icelandic. ციტირების თარიღი: 28 June 2016.