პირენომიცეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირენომიცეტები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ტიპი:  ჩანთიანი სოკოები
კლასი:  პირენომიცეტები
ლათინური სახელი
Pyrenomycetes

პირენომიცეტები (ლათ. Pyrenomycetes) — ჩანთიანი სოკოების ჯგუფი, რომელთა ნაყოფსხეული — პერითეციუმი პირდაპირ მიცელიუმის ჰიფებზე ან ჰიფების ხლართებზე ვითარდება. შეიცავს 10000-ზე მეტ სახეობას. ჩანთიანი სტადიის გარდა ახასიათებს კონიდიალური სტადიაც. უმრავლესობა საპროფიტია, ცხოვრობს მცენარეულ ნარჩენებზე და მონაწილეობს მათ დაშლაში. მრავალი სახეობა კონიდიალურ სტადიაში პარაზიტობს უმაღლეს მცენარეებზე და იწვევს სხვადასხვა დაავადებას. მაგ., სოკო ლათ. Claviceps purpurea ე. წ. ჭვავის რქას იწვევს; ლათ. Venturia inaequalis, ლათ. Venturia pirinaვაშლისა და მსხლის ქეცს, ლათ. Guignardia bidwelliiყურძნის შავ სიდამპლეს და სხვა. ლათ. Ceratostomella ulmi-საგან არის გამოწვეული თელის მასობრივი ხმობა მთელ მსოფლიოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]