შინაარსზე გადასვლა

პარტიზანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პარტიზანი (იტალ. partigiano — რომელიმე ჯგუფის, პარტიის მომხრე) — იმ შეიარაღებული ფორმირების წევრი, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს რეგულარული არმიის ნაწილს და აწარმოებს ბრძოლას მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პარტიზანულ ფორმირებებს არ გააჩნიათ რაიმე სამართლებრივი სტატუსი, თუმცა, დატყვევების დროს გარკვეულ პირობებში პარტიზანი შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს „სამხედრო ტყვედ“. პარტიზანული რაზმები და პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკა ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა ომში. განსაკუთრებით ფართო მასშტაბები ჰქონდა პარტიზანულ მოძრაობას მეორე მსოფლიო ომის დროს.