ოპტიკური დისკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომპაქტ დისკი

1996 წლიდან ფართო გავრცელება პოვეს კომპაქტ-დისკებმა. დისკის ტევადობა 700 მეგაბაიტია. მასზე ჩაწერილი ინფორმაცია იკითხება დიდი სიჩქარით. ისინი მოხერხებულნი არიან დიდი ინფორმაციის გასავრცელებლად.

ბაზარზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის კომპაქტ დისკები და მისი წამკითხველები: CD-R, CD-RW, DVD-R, DVD-RW.

  • CD-R მოწყობილება საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მისი მრავალჯერ წაკითხვა, ასევე ეს მოწყობილობა კითხულობს, RW დისკებსაც. R დისკზე შესაძლებელია ინფორმაციის მხოლოდ ერთხელ ჩაწერა.
  • CR-RW მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს ჩავწერით და წავიკითხოთ R და RW დისკები. RW დისკზე ინფორმაციის მრავალჯერ ჩაწერა/წაშლაა შესაძლებელი.
  • DVD-R — CD-R-ის ანალოგიურია მხოლოდ ერთი განსვავებით, რომ DVD დისკებზე ეტევა გაცილებით მეტი ინფორმაცია, ვიდრე R დისკებზე, მასზე R დისკის ანალოგიურად მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი ინფორმაციის ჩაწერა.
  • DVD-RW — CD-RW-ს ანალოგიურია.