ოლივია ჰოლტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლივია ჰოლტი

ჰოლტი 2018 წელს
დაბადების თარიღი 5 აგვისტო, 1997 (1997-08-05) (26 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი

ოლივია ჰოლტი[1] (დ. 1 დეკემბერი, 1988)[2] — არის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ოლივია ჰოლტმა ითამაშა Disney XD-ის სერიალში Kickin' It, Disney Channel Original Movie-სთვის კომედიურ ფილმში Girl vs. Monster, და ასევე შეასრუა როლი Disney Channel-ისთვის სერიალში I Didn't Do It. 2018 წლიდან 2019 წლამდე განასახიერებდა პერსონაჟს Tandy Bowen სერიალში Cloak & Dagger.

ოლივიას ასევე ახმოვანებდა ანიმაციურ ფილმებს Tinker Bell and Legend of the NeverBeast (2014) და Gnome Alone (2017), 2017 წელს ითამაშა მხატვრულ ფილმებში Class Rank (2017) და Same Kind of Different as Me (2017), 2018 წელს ფილმში Status Update (2018).

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლტი დაიბადა ტენესის შტატში, მარკისა და კიმ ჰოლტის ოჯახში. ოლივია ჰოლტს ჰყავს ორი ძმა [3].სამი წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა მისისიპიში,ცხოვრების ადრეული წლები მისისიპიში გაატარა, მისისიპიში ცხოვრების დროს შვიდი წლის განმავლობაში დადიოდა ტანვარჯიშზე [4]. 2011 წელს, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა,ამ დროს ოლივია 14 წლის იყო.[3][5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლივია ჰოლტმა თავისი სამსახიობო კარიერა დაიწყო მისისიპის ადგილობრივ თეატრალურ სპექტაკლებში.[6] როდესაც ოლივია 10 წლის იყო დაიწყო მონაწილეობის მიღება სატელევიზიო რეკლამებში,ოლივია რეკლამებში მონაწილეობდა კომპანიებისთვის Hasbro, Kidz Bop 14, Mattel, Bratz dolls, Littlest Pet Shop, და Girl Gourmet.[7]

ბავშვობის ასაკში მიღებული ტანვარჯიშის გამოცდილება ოლივიას დაეხმარა Disney XD-ის გადაღებულ ფილმში საბრძოლო ხელოვნებაზე Kickin 'It, კარგად განესახიერებინა თავისი,ფილმის პრემიერა შედგა 2011 წლის 13 ივნისს.[8] ფილმ Kickin 'It-ის შემდეგ ოლივიას თანამშრომლობა Disney XD-სთან გაგრძელდა. 2012 წლეს ითამაშა ფილმში Girl vs Monster, სადაც ასრულებდა Skylar Lewis როლს.

Kickin 'It-ის მესამე სეზონში ოლივიამ სერიალი დატოვა.2014 წელს ოლივია Disney-იმ გადაიღო სერიალში I Didn't Do It , რომლის პრემიერა შედგა 2014 წლის 17 იანვარს. სერიალის მთავარი გმირები არიან ხუთი მეგობარი, მათ შორის ჰოლტის პერსონაჟი, ლინდი უოტსონი.სერიალი დასრულდა 2015 წლის 16 ოქტომბერს, ორი სეზონის შემდეგ. 2017 წლის იანვარში, ჰოლტმა განასახიერა Tandy Bowen , Marvel Comics-ის სატელევიზიო სერიალში Cloak & Dagger. სერიალის პრემიერა შედგა 2018 წლის ივნისში ორი სეზონის შემდეგ სერიალი დასრულდა 2019 წლის მაისში.

2014 წლის ნოემბერში, ჰოლტი გადაიღეს ფილმში Same kind of Different, რეჟისორი მაიკლ კარნი და ასევე ფილმში მონაწილეობენ გრეგ კინნეარი და რენე ზელვეგერი,რომლებიც ფილმში ასრულებენ ოლივიას პერსონაჟის მშობლებს. ფილმი 2017 წლის ოქტომბერში გამოვიდა.

2013 წელს ჰოლტმა პარტნიორობა გაუწია მობილური თამაშების სისტემის მწარმოებელ PlayMG– ს

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Olivia Holt ~ Child Like Faith. ციტირების თარიღი: October 5, 2014.
  2. Olivia Holt. ციტირების თარიღი: January 31, 2017
  3. 3.0 3.1 John Beifuss. DeSoto County's Olivia Holt is the breakout star on Disney's martial-arts 'tween' comedy. The Commercial Appeal. ციტირების თარიღი: February 26, 2012.
  4. "Get to Know Kickin' It's Olivia Holt," Seventeen, March 6, 2012.
  5. Disney XD Medianet. Disney XD Medianet (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 10, 2012. ციტირების თარიღი: თებერვალი 27, 2020.
  6. Olivia Holt Q&A. ციტირების თარიღი: February 26, 2012.
  7. Andreeva, Nellie. (October 24, 2019) Marvel's Cloak & Dagger Canceled By Freeform After 2 Seasons.
  8. "Exclusive: Kim Comes Back On Disney XD's Kickin' It!" Tiger Beat, August 4, 2014.