ნოტოუნგულატები (ლათ.Notoungulata) — ნამარხიძუძუმწოვრების რიგი. ხშირად სამხრეთ ამერიკის ჩლიქოსნებსაც უწოდებენ. აგებულებით მკვეთრად გამოირჩევიან სხვა დანარჩენი ჩლიქოსნებისაგან. ტანადაც ნაირგვარებია — არიან ბოცვერის ზომისანიც და მარტოორქისაც. ნოტოუნგულატების ზოგ წარმომადგენელს ერთდროულად ახასიათებს ჩლიქოსნებისა და მღრღნელების ნიშნები, ზოგი მარტორქას ან ტაპირს წააგავს. ცნობილი არიან სამხრეთ ამერიკაში პალეოცენიდან მოყოლებული პლეისტოცენამდე, ჩრდილოეთ ამერიკაში — ქვედაეოცენური და აზიის ზედაპალეოცენური ნალექებიდან.