მულანი (2020)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მულანი“
რეჟისორი ნიკი კარო
პროდიუსერი
  • კრის ბენდერი
  • ჯეიკ უაინერი
  • ჯეისონ ტ. რიდი
სცენარის ავტორი
  • რიკ ჯაფა და ამანდა სილვერი
  • ლორენ ჰაინეკი
  • ელიზაბეთ მარტინი
ეფუძნება
როლებში
მუსიკა ჰარი გრეგსონ-უილიამსი[1]
ოპერატორი მენდი უოკერი
მონტაჟი დეივიდ კოლსონი
სტუდია
დისტრიბუტორი Walt Disney Studios Motion Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 9 მარტი, 2020 (2020-03-09) (Dolby Theatre)
  • 4 სექტემბერი, 2020 (2020-09-04) (აშშ)
ხანგრძლივობა 115 წუთი[2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 69.9 მილიონი აშშ დოლარი[4][5]

მულანი“ — Walt Disney Pictures-ის მიერ გადაღებული 2020 წლის ამერიკული ფილმი სათავგადასავლო დრამის ჟანრში. წარმოადგენს 1998 წლის ამავე კომპანიის ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმის ადაპტაციას მსახიობების მონაწილეობით. დაფუძნებულია ჩინურ ხალხურ პოემაზე „ბალადა მულანზე“, რომელიც ჩინეთის კულტურის დიდი ნაწილია. მთავარ როლს ასრულებს ლუ იფეი, სხვა როლებს ასრულებენ დონი იენი, ცი მა, ჯეისონ სკოტ ლი,იოსონ ანი და სხვები, რეჟისორი - ნიკი კარო.

ფილმის კონცეპტი ჯერ კიდევ 2010 წელს გაჩნდა, მაგრამ მასზე მუშაობა ბევრჯერ შეფერხდა. გადაღება მხოლოდ 2018 წელს დაიწყო და მიმდინარეობდა 2018 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე ახალ ზელანდიაში და ჩინეთში. პრემიერა იგეგმებოდა 2020 წლის 9 მარტს, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის გამო პრემიერა რამოდენიმეჯერ გადაიდო აშშ-ში და სხვა ქვეყნებში, სადაც კინოთეატრები არ გახსნილა ფილმის ჩვენება კინოთეატრებში საბოლოოდ გაუქმდა - ფილმი გავრცელდა სთრიმინგის სერვისებით ან, ზოგ ქვეყანსში, კინოთეატრებში გარკვეული შეზღუდვებით [1]. კრიტიკოსებმა კარგად შეაფასეს ფილმის ვიზუალური მხარე, მაგრამ სცენარმა, ცვლილებებმა ორიგინალის სიუჟეტში და ჩინეთის კულტურის წარმოსახვამ ნეგატიური შეფასებები მიიღო როგორც კრიტიკოსებისგან, ასევე ჩინეთის მოსახლეობისგან.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის იმპერიაში მცხოვრები ჰუა მულანი აქტიური, თავისუფლებისა და თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდა ქალია. მულანს ქალაქის მაჭანკალთან აგზავნიან, სადაც ის ყველას წინაშე შერცხვა. მულანის მშობლებისთვის ეს დიდი იმედგაცრუებაა - მათ იმედი ჰქონდათ, რომ მულანი მალე გათხოვდებოდა. ამ დროს ჩინეთს ჩრდილოეთიდან დამპყრობელთა შემოსევა ემუქრება. მტრის ჯარს თან ახლავს ჯადოქარი ქალი შანნიანგი. იმპერატორი იხმობს ჯარს და მულანის მოხუც მამას ომში წასვლა უწევს. მულანი ხვდება, რომ ომში მამამისი ვერ გადარჩება, ის მამაკაცის სამოსში საომრად მამის მაგივრად მიდის და სხვა ჯარისკაცებთან ერთად ვარჯიშს იწყებს.

ერთ-ერთი ბრძოლის დროს შანიანგი ხვდება, რომ მულანი ქალია. მულანის წყალობით ბრძოლა მოგებულია, მაგრამ მულანის საიდუმლო ცნობილი ხდება. მას სახლში აგზავნიან, გზაში მულანს შანიანგი ხვდება და უყვება თავის ისტორიას და დამპყრობლის ნამდვილ გეგმებს - შანიანგი დამპყრობლის მხარეზე მხოლოდ იმიტომ გადსვიდა, რომ მხოლოდ მას ჰგონია შანიანგი თავისი თანასწორი, მისი ნამდვილი გეგმა კი იმპერატორზე შურისძიებაა მამამისის მკვლელობისთვის. ის მულანს ეხმარება, რადგან მასში საკუთარი უსამართლობის ისტორიის ანარეკლს ხედავს - მულანი ქალია, მაგრამ საზოგადოებას ეწინააღმდეგება. მულანი ბრუნდება ჯარში და მტრის ნამდვილ გეგმებს ამხელს, მას უჯერებენ და იმპერატორის დასაცავად თან იყოლიებენ. მულანი ჩინეთის გმირი და იმპერატორის კერძო ჯარის წევრი.ხდება, შანიანგი კი თავდადებულად კვდება.

ფილმის შექმნის პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"Walt Disney Pictures"-ს "მულანის" გადაკეთების აზრი ჯერ კიდევ 2010 წელს გაუჩნდა, მაგრამ პროექტზე მუშაობა ბევრჯერ შეფერხდა. რამოდენიმეჯერ შეიცვალა რეჟისორების, სცენარისტების და მსახიობების დაგეგმილი შემადგენლობა. ფილმის იდეას გუნდი აღწერს, როგორც "ჩინური ხალხური ბალადის და ორიგინალური ანიმაციური ფილმის შერწყმა". მათი თქმით, ორიგინალურ ფილმს სხვადასხვანაირად უყურებენ ჩინელები და აზიის სხვა ხალხები, მათ უნდოდათ ორივე აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი ფილმი შეექმნათ.

ბოლო წლებში მხოლოდ თეთრკანიანი მსახიობების გადაღებისთვის ჰოლივუდი დიდი კრიტიკის ქვეშ მოხვდა და "მულანის" მთავარი როლის მსახიობის მიმართ აუდიტორიის მოთხოვნა რასის მხრივ საკმაოდ მკაცრი იყო. კომპანია მსახიობს როლისთვის მსოფლიოს მასშტაბით ეძებდა, ის უნდა ყოფილიყო ჩინელი, გამართულად უნდა ესაუბრა ინგლისურად და ვარსკლავის პოტენციალი უნდა ჰქონოდა. მსახიობი ლიუ იფეი როლზე 2017 წელს დაამტკიცეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Harry-Gregson-Williams to Score Disney's 'Mulan' Live-Action Movie. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2018
  2. Mulan (12A). British Board of Film Classification (March 12, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2020
  3. Pallotta, Frank (14 თებერვალი, 2020). „Disney's 'Mulan' was supposed to be a big hit in China. The coronavirus could threaten that“. CNN Business. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 თებერვალი, 2020. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  4. Mulan (2020). IMDb. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021
  5. Mulan (2020). Nash Information Services, LLC. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021