მილენა დრავიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილენა დრავიჩი
დაბადების თარიღი 5 ოქტომბერი, 1940 (1940-10-05) (83 წლის)
იუგოსლავიის სამეფოს დროშა იუგოსლავიის სამეფო, ბელგრადი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) კოკან რაკონჟაცი
პურიშა დორდევიჩი
დრაგან ნიკოლიჩი

მილენა დრავიჩი (სერბ.-ხორ. Милена Дравић დ. 5 ოქტომბერი, 1940) — სერბი მსახიობი. დაიბადა ბელგრადში, ოთხი წლის ასაკში ჩაერთო საშემსრულებლო ხელოვნების დარგში: თავდაპირველად ცეკვა, შემდეგ კი კლასიკური ბალეტი. 1959 წელს, როდესაც დრავიჩ უმაღლეს სკოლაში სწავლობდა, ფრანტიშეკ ჩაპმა ის ჟურნალის გარეკანზე, ბალეტის მოცეკვავეთა საერთო ფოტოზე ნახა და გადაწყვიტა საკუთარ ფილმში („Vrata ostaju otvorena“) როლზე დაემტკიცებინა. რამდენიმე ფილმში მონაწილეობის შემდეგ მან სამსახიობო კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა და ბელგრადის დრამატულ სახელოვნებო აკადემიაში ჩააბარა. 1962 წელს მან ოქროს არენას საუკეთესო მსახიობის ტიტული (რომელიც ოსკარის იუგოსლავიურ ანალოგად ითვლებოდა) მოიპოვა ბრანკო ბაუერის ფილმში „Prekobrojna“. მილენა დრავიჩი გათხოვდა სამჯერ კოკან რაკონჟაცზე, პურიშა დორდევიჩზე და დრაგან ნიკოლიჩზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]