მეთილის სპირტის საქმე
მეთილის სპირტის საქმე ან მეთილის სპირტით მოწამვლა - 1963 წელს მომხდარი მოვლენა, როდესაც ორენსეში (გალისია, ესპანეთი) მცხოვრებმა ვაჭარმა როგელიო აგუიარმა გაყიდა ალკოჰოლური სასმელი მეთილის სპირტის საშიში რაოდენობით. ამ სასმელის ერთ ჭიქას შეეძლო ადამიანის მოკვლა ან დაბრმავება. ოფიციალურად გარდაიცვალა 51 ადამიანი და დაბრმავდა 9. თუმცა არაოფიციალური მონაცემებით მსხვერპლი გაცილებით მეტი დაახლოებით 1000 - 5000 ადამიანი იყო.[1][2]
როგელიომ სპირტიანი სასმელის დასამზადებლად შეიძინა დაახლოებით 75,000 ლიტრი მეთანოლი. მან მეთილის სპირტი მიყიდა ვიგოში არსებულ ფირმა "Lago e Hijos"-ს.[2].
პირველი სიკვდილი თებერვალში ლანსაროტში დაფიქსირდა. სოფლის ფარმაცევტმა ივარაუდა მოწამვლაზე, როცა დადგინდა რომ იგივე წვეულებაზე ოთხი დაზარალებული იყო. მან შეამოწმა სასმელი და დაადგინა, რომ ეს ეთანოლით მოწამვლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცებვმა გამოაქვეყნა გაფრთხილება კანარის კუნძულებზე შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა. უფრო მეტი სიკვდილი დაფიქსირდა გალისიაში.[2]
შედეგად ბიზნემენს მიესაჯა 20 წლიანი პატიმრობა. დაზარალებულებს უნდა მიეღოთ კომპენსაცია, თუმცა ფირმის გაბანკროტების გამო მათ ფული ვერ მიიღეს.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Os esquecidos do metílico gl. Galicia Hoxe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 23 June 2015
- ↑ 2.0 2.1 2.2 Vuelve el caso del alcohol adulterado es. La Voz de Vigo. ციტირების თარიღი: 23 June 2015