ლუის რეკესენს ი სუნიიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუის რეკესენს ი სუნიიგა

ლუის რეკესენს ი სუნიიგა (დ. 25 აგვისტო, 1528, ბარსელონა — გ. 5 მარტი, 1576, ბრიუსელი) — ესპანეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ესპანეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის ფლოტის ადმირალი (1568–1571), ლეპანტოს ბრძოლის მონაწილე. ნიდერლანდების ბურჟუაზიული რევოლუციის დროს შეცვალა ჰერცოგი ალბა. ამაოდ ცდილობდა უმნიშვნელო დათმობით, მოლაპარაკებებითა და სამხედრო დაწოლით ნიდერლანდების აჯანყებული ჩრდილოეთი პროვინციები კაპიტულაციაზე დაეთანხმებინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]