ლიტვის აქტივისტთა ფრონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიტვის აქტივისტთა ფრონტი ლიეტ. Lietuvos Aktyvistų Frontas, LAF) — ლიეტუვის დამოუკიდებლობის მომხრეთა იატაკქვეშა ორგანიზაცია. არსებობდა 1940-1941 წლებში. მხარს უჭერდა ფაშისტური გერმანია.

ორგანიზაციის დამაარსებლად ითვლება ლიტველი კაზის შკირპა, რომელსაც სსრკ-ის მიერ ლიეტუვის დაპყრობის დროს გერმანიაში ელჩის თანამდებობა ეკავა. ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტი იყო პიატრას პაულაიტისი. ფრონტის ფილიალები წარმოიქმნა ლიეტუვის სხვადასხვა ქალაქებშიც. 1941 წლის 22 აპრილს კაუნასში ორგანიზაციის მომხრეებმა ჩამოაყალიბეს ლიეტუვის დროებითი მთავრობა. პრემიერ-მინისტრად დანიშნეს კაზის შკირპა. იგეგმებოდა, რომ დროებითი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდოდა მას შემდეგ, რაც გერმანული არმია საბჭოთა არმიას ლიეტუვიდან გააძევებდა, თუმცა სულ მალე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა ორგანიზაციის წევრები დააპატიმრა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]