ლიტერატურის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიტერატურის ტაძარი
ვიეტ. Văn Miếu
კოორდინატები 21°01′44″N 105°50′09″E / 21.02891° ჩ. გ. 105.835861° ა. გ. / 21.02891; 105.835861
მდებარეობა ჰანოი, ვიეტნამი
თარიღდება 1070

ლიტერატურის ტაძარი (ვიეტ. Văn Miếu) — პაგოდების კომპლექსი პარკით, ვიეტნამის პირველი უნივერსიტეტი. მდებარეობს ჰანოიში თანგ-ლონგის სამეფო ქალაქის სამხრეთ ნაწილში. ტაძარი გამოსახულია 100 000 ნომინალის ვიეტნამურ დონგზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურის ტაძარი დააარსა 1070 წელს იმპერატორმა ლი თჰანგ-თონგმა თჰანლონგში და მიეძღვნა კონფუცის. 1076 წელს მის ტერიტორიაზე დაარსდა პირველი ვიეტნამური უნივერსიტეტი პრინცებისა და მანდარინების შვილებისათვის. ბავშვები სწავლობდნენ კონფუციანელობას უ-ცზინის ხუთი წმინდა წიგნის მიხედვით და ოთხწიგნეულის კანონიკური წიგნებით[1].

1442 წლიდან ტაძარში რეგულარულად, სამ წელიწადში ერთხელ, ხდებოდა სადოქტორო დიპლომების გადაცემა. იმპერატორმა ლე თჰან-თონგმა ბრძანა ჩაეწერათ იმ სტუდენტების სახელები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და გახდნენ გამარჯვებულები. მათი სახელები ამოკვეთეს ქვის სტელებზე, რომლებიც იდგნენ კუებზე. კუ ვიეტნამელებისთვის არის სიბრძნის სიმბოლო[1] .

117 ასეთი სტელიდან, რომლებიც თარიღდებოდნენ 1484 წლიდან 1780 წლამდე პერიოდით, შემორჩენილია მხოლოდ 82, მათი ნახვა დღეს შესაძლებელია ტაძრის მესამე ეზოში[1]. 1304 ადამიანი, თითქმის ყველა ვიეტნამური გვარის წარმომადგენელი, აღნიშნულია ამ სტელებზე[2].

1802 წელს იმპერატორმა ზია ლონგმა დედაქალაქი გადაიტანა ჰუეში. ტაძარი რამდენიმეჯერ დაინგრა, 1920 და 1956 წლებში მიმდინარეობდა რესტავრაცია, ხოლო 2000 წელს მთლიანად აღადგინეს ტრადიციული მასალების გამოყენებით[1].

მსოფლიო მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მარტში სტელები, რომლებზეც დოქტორების სახელებია ამოკვეთილი იუნესკომ აღიარა მსოფლიო დოკუმენტალური მემკვიდრეობის ობიექტად[2].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაგეგმარების მიხედვით ტაძარი ჰგავს შანდუნის პროვინციაში მდებარე ქალაქ ციუიფუს ანალოგიურ ტაძარს. ციუიფუში დაიბადა კონფუცი. კომპლექსს უჭირავს 350 X 70 მეტრის ფართობი და შედგება ხუთი ეზოსაგან, რომელიც ასოცირდება ხუთ სტიქიასთან: ცეცხლი, წყალი, მიწა, ხე და მეტალი. ცენტრალური გზა ასოცირდება კონფუცის „შუა გზასთან“. მასზე რამდენიმე ჭიშკარი და პორტიკია. კარებზე დაწერილია ჩინური გამონათქვამები, რომლებიც ერთი და იმავე რაოდენობის იეროგლიფებისაგან შედგება[1].

პირველ ორ ეზოში ლოტოსებისთვის მოწყობილია გუბურები და წმინდა ხეები. ცენტრალურ გზაზე სვლა მხოლოდ იმპერატორს შეეძლო. მესამე ეზოს შესასვლელთან მდებარეობდა კვადრატული პავილიონი, სადაც იკრიბებოდა კომისია, რომელიც ირჩევდა მანდარინებს ლიტერატურული გამოცდების საფუძველზე. შემდეგ ეტაპზე გადადიოდა ის ვინც წარმატებით ჩააბარებდა გამოცდებს[1].

მესამე ეზოს შუაგულში მდებარეობდა დიდი გუბურა, რომლის გარშემოც განლაგებული იყო სტელები, რომელზეც ამოკვეთილი იყო გამოცდის წარმატებით ჩამბარებელთა სახელები[2].

მეოთხე ეზოს ეწოდებოდა ბრძენთა ეზო. აქ იდგა მთავარი, კონფუცის პატივსაცემად აგებული ტაძარი[1].

მეხუთე ეზოში მდებარეობდა სკოლა და საძინებლები მოსწავლეებისათის. 1947 წელს ფრანგების მიერ დაბომბვების დროს დაინგრა. აღადგინეს 2000 წელს[1].

ქანდაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ კონფუციანელობა კრძალავს, ტაძარში მდებარეობს ხის ქანდაკებები ისეთი ადამიანებისა, როგორებიცაა კონფუცი, ტიუ ვან ანა. შემონახული ქანდაკებების ნაწლი მოსწავლეებისაა, ასევე გვხვდება ვიეტნამელებისთვის ტრადიციული კუებისა და ბეღურების ქანდაკებები, როგორც დღეგრძელობის სიმბოლო[1].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Швейер Анна-Валери. Древний Вьетнам / редактор. Смирнов Н. М., переводчик Зубков Н. Н.. — М: Вече, 2014. — 400 с. — (Гиды цивилизаций). — ISBN 978-5-9533-3838-7.
  2. 2.0 2.1 2.2 Хыу Туан. (2011-10-12) История, высеченная в камнях. Иллюстрированный журнал Вьетнам.