ლიმარი (მდინარე)
იერსახე
ლიმარი — მდინარე ჩილეში, კოკიმბოს რეგიონში. წარმოიქმნება მდინარეების - ურტადოსა და გრანდეს შეერთების შედეგად, ქალაქ ოვალიედან 4 კმ-ით აღმოსავლეთით. მდინარის ქვედა დინება საზღვრავს ბოსკე-დე-ფრაი-ხორხეს ეროვნული პარკის სამხრეთ ნაწილს. მისი სიგრძეა 64 კმ, ხოლო აუზის ფართობი 11,800 კვ.კმ.
ლიმარის აუზში ხარობს ამჟამად დიდი საფრთხის წინაშე მდგარი იუბეას პალმები (ღვინის პალმა).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩილეს მდინარეები - ლიმარი დაარქივებული 2008-09-15 საიტზე Wayback Machine.