ლახვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ლახვარი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლახვარი (საეკლესიო ნივთი).
სანადირო ლახვარი და დანა მესა-ვერდეს ეროვნული პარკიდან

ლახვარი — საჩეხი და საჩხვლეტი იარაღი, რომელსაც იყენებდნენ პირისპირ ბრძოლისას ძვ. დროსა და შუა საუკუნეებში. ძვ. წ. II ათასწლეულის შუა წლებიდან გავრცელებული იყო მესოპოტამიაში, კავკასიასა და დასავლეთ ევროპაში. უძველესი ლითონის ლახვარი იყო საჩხვლეტი და საჩეხი. II ათასწლეულის ბოლო მესამედში გაჩნდა საჩხვლეტ-საჩეხი ლახვარი. I ათასწლეულის პირველ ნახევარში ევროპაში, ამიერკავკასიასა და შუა აღმოსავლეთში არსებობდა გრძელი რკინის ლახვარი (ზოგჯერ ბრინჯაოს ტარით). მოკლე ლახვარი — აკინაკი გავრცელებული იყო სკვითებში. ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევარში. ევროპაში ქვეითი და ცხენოსანი ჯარი იყენებდა გრძელ საჩეხ ლახვარს. ძვ. რომაელებს ბრძოლისათვის ჰქონდათ მოკლე და ფართო ლახვარი — გლადიუსი, ცხენოსნებისათვის — გრძელი საჩეხი ლახვარი — სპატა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]