ლაქტოზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაქტოზის სტრუქტურული შემადგენლობა

ლაქტოზა (ლათ. lac, ნათ. ბრ. lactis - რძე), რძის შაქარი, C12H22O11 დისაქარიდი, რომელიც შედგება D-გალაქტოზისა და D-გლუკოზის ნაშთებისაგან. არსებობს ლაქტოზის α და β ფორმა. ლაქტოზა იხსნება წყალში, განზავებულ ეთილის სპირტსა და პირიდინში. არ იხსნება ეთერსა და აბსოლუტურ სპირტში. ლაქტოზას შეიცავს ძუძუმწოვართა რძე (2-8,5%). მისი ნაკლებობა ახალშობილთა მძიმე დაავადებას იწვევს და ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]