კუკრინიკსები
კუკრინიკსები (რუს. Кукрыниксы) — საბჭოთა მხატვართა კოლექტივი, რომელშიც შედიოდნენ მიხეილ კუპრიანოვაი, პორფირი კრილოვი და ნიკოლოზ სოკოლოვი.
კოლექტივი გამოირჩეოდა გროტესკული კარიკატურებით, რომლებზეც გამოსახული იყო საბჭოთა და უცხოეთის ცხოვრება. მნიშვნელოვანი იყო პლაკატი „Беспощадно разгромим и уничтожим врага!“, რომლის მოსკოვის ქუჩებში გამოჩენა ფაშისტური გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმას მოჰყვა.
სახელი „Кукрыниксы“ კოლექტივის პატივსაცემად ეწოდება რუსულ როკ-ჯგუფს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბიოგრაფია საიტზე Artonline.ru დაარქივებული 2016-03-25 საიტზე Wayback Machine.