კორი ტეილორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კორი ტოდ ტეილორი (ინგლ. Corey Todd Taylor, დ. 8 დეკემბერი, 1973) — ამერიკელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ვოკალისტი, მსახიობი და მწერალი, ცნობილი, როგორც ნიუ-მეტალ ჯგუფ Slipknot-ის და ალტერნატიული მეტალ ჯგუფ Stone Sour-ის წამყვანი ვოკალისტი და ტექსტების ავტორი[1].

ტეილორი Slipknot-ს შეუერთდა 1997 წელს და ჩაენაცვლა ორიგინალურ ვოკალისტ ანდერს კოლსეფნის. ჯგუფთან ერთად მან ხუთი სტუდიური ალბომი ჩაწერა, თუმცა თანამშრომლობდა სხვა შემსრულებლებთანაც, რომელთა შორის აღსანიშნავია Junk Beer Kidnap Band, კორნი, Disturbed, Apocalyptica, ანთრაქსი, აარონ ლუისი (Staind) და Soulfly. Hit Parader-ის „ყველა დროის 100 საუკეთესო მეტალ-ვოკალისტი სიაში ტეილორს 86-ე ადგილი უკავია.“[2] NME-მ იგი მძიმე-მეტალ ჯგუფების ყველა დროის ლიდერებს შორის მეშვიდე ადგილზე დაასახელა. ცნობილია, რომ მას თანამედროვე მუსიკაში აქვს დიაპაზონის მხრივ რიგით მეორე ვოკალი, რომელიც ხუთნახევარ ოქტავად მოიცავს (მას მხოლოდ მაიკ პეტონი, ექვსი ოქტავით უსწრებს).[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. allmusic ((( Corey Taylor > Overview ))) AllMusic. Retrieved 2010-05-10.
  2. "Hit Parader's Top 100 Heavy Metal Vocalists of All Time" დაარქივებული 2012-05-29 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Hit Parader. Retrieved 2010-07-16.
  3. Digging Deeper: Axl Rose is NOT the Singer With the Widest Range ~ VVN Music. vintagevinylnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-11. ციტირების თარიღი: 2017-06-04.