კიმონო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრადიციული საქორწილო კიმონო ცუნოკაკუშით (საქორწილო თავსაფარი)
ქალი კიმონოში, ქალაქ ფუკუოკას მერიაში.

კიმონო (Jap.) — იაპონური ეროვნული ტანსაცმელი, ფართოსახელოებიანი ხალათი. იკვრება სპეციალური ქამრით. მას იცვამენ როგორც ქალები ასევე მამაკაცები დღესასწაულებსა და ღირსშესანიშნავ დღეებში. კიმონო წარმოადგენს გეიშას ან მაიკოს (მომავალი გეიშა) სამუშაო ტანსაცმელს.

ტრადიციულ სამოსს თან ახლავს ოცამდე აქსესუარი (ელემენტი) რომელიც აუცილებელია ჩაცმის დროს. კიმონოს ჩაცმას დაახლოებით 3 ადამიანი უნდება, არსებობს სპეციალური ლიცენზირებული სამსახური კიმონოს კოსტუმერები, რომლებსაც სპეციალურად ქირაობენ, რათა სრულყოფიალდ ჩაიცვან იაპონური კიმონო. იაპონელები არ უარყოფენ, რომ კიმონო ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მოუხერხებელი და არაკომფორტულია. იაპონელი ქალები დღესდღეობით კიმონოს იცვამენ გამარტივებული მეთოდებით, არ იკეთებენ ყველა ელემენტს და აქსესუარს. მხოლოდ ქორწილებსა და ოფიციალურ მიღებებზეა აუცილებელი კიმონოს სრულყოფილი ჩაცმა. იაპონელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, თუ რა არის გამოსახული კიმონოზე. ამით ისინი მეტ ყურადღებას იმსახურებენ გარშემომყოფებისგან. ძალიან პოპულარულია ის კიმონო, რომელზეც გამოსახულია წლის სეზონები. აუცილებლად ნახატი უნდა ემთხვეოდეს წლის სეზონს. მაგალითად, იაპონელი ქალი არასოდეს ჩაიცვამს კიმონოს, თუ ზედ გამოსახულია ზამთარი და ბამბუკის ხეები და ამ დროს ზაფხულია. არსებობს სხვადასხვა სახის კიმონოები, რომლებსაც იმის მიხედვით იცვამენ - გასათხოვარია თუ ახალგათხოვილი ქალი, ოფიციალურ წვეულებაზე მიდის თუ სტუმრების სახლში მისაღებად ემზადება და ა.შ.

დამატებითი აქსესუარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმისათვის, რომ კიმონოში იგრძნოთ თავი კომფორტულად და სრულყოფილად, აუცილებელია გეტას - იაპონური ფეხსაცმელის ჩაცმა. გეტა კეთდება ხის მასალისგან. მას ებმება ორი ტყავის ზონარი, რომელზეც ფეხის თითები თავსდება. ქუსლის ზომა უნდა იყოს 10 სმ-მდე.

უცხოელებისთვის გეტაზე დგომა არც თუ უსაფრთხოა. რაც უნდა საოცარი იყოს, იაპონელები გეტათი აქტიურად გადაადგილდებიან, მშვენივრად ხმარობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძველად მეომრებს გეტა ეცვათ ომის დროსაც კი. გეტასთან ერთად კიმონოზე ქალს უნდა ჰქონდეს გაკეთებული ლამაზი თმის ვარცხნილობა, რომელზეც ცალკე აქსესუარები და ელემენტები მაგრდება. ასევე, უნდა ჰქონდეს სახის მაკიაჟი იაპონურ სტილში.

კიმონოს ჩაცმა ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, რადგან ის თავისი აქსესუარებით საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა. მისი ფასი შესაბამისი აქსესუარებით მერყეობს 500-2000 იენის ფარგლებში.

კიმონოს ნაწილების დიაგრამა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]