კატიუშა (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კატიუშა (მრავალმნიშვნელოვანი).

„კატიუშა“, „კატუშა“ (რუს. Катю́ша) — პოპულარული რუსულენოვანი საბჭოთა სიმღერა. მისი ავტორია მატვეი ბლანტერი, ტექსტის ავტორი — მიხეილ ისაკოვსკი.

პირველად სიმღერა ვერა კრასოვიცკაიამ, გიორგი ვინოგრადოვმა და ვსევოლოდ ტიუტიუნიკმა შეასრულეს 1938 წლის 28 ნოემბერს, ორკესტრის თანხლებით (კრუშევიცკის ხელმძღვანელობით). პირველი ჩანაწერი ვალენტინა ბატიშჩევას შესრულებით 1939 წელს გაკეთდა. მოგვიანებით სიმღერას ასრულებდნენ ლიდია რისლანოვა, გიორგი ვინოგრადოვი, ედუარდ ხილი, ანა გერმანი, დიმიტრი ხვოროსტოვსკი და სხვა ცნობილი მომღერლები.

2015 წელს ჟურნალ «Русский репортёр»-ის მიერ ჩატარებული სოციალური გამოკვლევის შედეგად „კატიუშას“ ტექსტმა მე-13 ადგილი დაიკავა რუსეთში ყველაზე პოპულარულ ლექსებს შორის, რომელთა რიცხვში შედიოდა რუსული და მსოფლიო კლასიკები.[1]

სიმღერა ეძღვნება „შორეულ საზღვართან მებრძოლ“ შეყვარებულთან განშორებულ გოგონას განცდებს. „კატიუშას“ პირველი სტროფი:

 Расцветали яблони и груши,
 Поплыли туманы над рекой.
 Выходила на берег Катюша,
 На высокий берег, на крутой.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Виталий Лейбин, Наталья Кузнецова. (26 июня 2015) Слова не выкинешь. Какие песни мы поём в душе и какими стихами говорим. rusrep.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2016-04-10.