კალოური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალოური — ქართული ფოლკლორული ლექს-სიმღერა, მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული შრომის პოეზიის ერთ-ერთი სახეობა.[1] ასრულებს მამაკაცთა ჯგუფი კალოზე მუშაობის დროს. სიმღერა ერთხმიანია. ტექსტი უმთავრესად 5-მარცვლიანი შაირით არის გადმოცემული. კალოურის ტექსტებში გადმოცემულია ლეწვისა თუ ხორბლის განიავების პროცესი, სოციალური უთანასწორობის განცდა, კარგი ამინდის ნატვრა და სხვა. ლექს-სიმღერებს ზოგჯერ წამახალისებელი, სალაღობო ხასიათი აქვს. ისევე როგორც სხვა სამიწათმოქმედო სიმღერებში. კალოურშიც ხშირად იხსენიება ოროველა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მამალაძე თ., შრომის სიმღერები კახეთში, თბ., 1962;
  • ოქროშიძე თ., ქართული ხალხური შრომის პოეზია, თბ., 1963;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კალოური. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2018.