კაგულარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაგულარებისაფრანგეთში მოქმედი ფაშისტური ორგანიზაციის წევრები. ორგანიზაციას სრულად ერქვა „რევოლუციური მოქმედების საიდუმლო კომიტეტი“. სახელი ეწოდა თავალებთან ამოჭრილი კაპიშონის გამო, რომელსაც წევრები იხურავდნენ საიდუმლო შეკრებებზე. მოქმედებდა 1930-იან წლებში, აწყობდა პროვოკაციებს და ტერორისტულ აქტებს. 1937 წელს კაგულარებმა მოკლეს იტალიელი ანტიფაშისტი ძმები როსელები. 1936-1938 წლებში მთავრობამ დაიწყო კაგულარების დევნა და 1940 წელს ორგანიზაცია პრაქტიკულად დაიშლა. მისი ყოფილი წევრები გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ გახდნენ ვიშის რეჟიმის მომხრეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]