იოანე ფლორენციელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე ფლორენციელი (გ. 1348) — დომინიკელი ბერი, თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსოს პირველი ეპის­კო­პო­სი (1329 წ.). შედიოდა იმ კათოლიკე მისიონერთა სიაში, რომლებიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღვაწეობდნენ. იოანე ფლორენციელი სა­ქარ­თველო­ში თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსოს დაარსებამდე, დაახლ. 1318 წელს ჩამოვიდა. ცნობები მისი პიროვნების შე­სა­ხებ ძალზე მწირია. რომის პაპის, იოანე XXII-ის წერილიდან ვიგებთ, რომ იგი დიდად განათლებული, მოკრძალებული და სათნოებით გამორჩეული პიროვნება ყოფილა. იოანე ფლორენციელს საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი საღვთო საგნები, კარგად იცოდა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები; იგი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც ქართველებში, ასევე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვრებ არაქრისტიანებს შორისაც. მის სახელს უკავშირდება არაერთი წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა, თუმცა არც ერთ მათგანს ჩვენამდე არ მოუღწევია. იოანე ფლორენციელს კათოლიკე ეკლესია დიდ მოღვაწედ და „მოციქულად“ ასახელებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]