ვირთაგვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვირთაგვა
რუხი ვირთაგვა
რუხი ვირთაგვა (Rattus norvegicus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ოჯახი:  თაგვისებრნი
გვარი:  ვირთაგვა
ლათინური სახელი
Rattus (Fischer-Waldheim, 1803)

ვირთაგვა (ლათ. Rattus) — თაგვისებრთა ოჯახის მღრღნელების გვარი. აქვთ 10-30 სმ სიგრძის სხეული, რქოვანი ქერცლით დაფარული კუდი, წაგრძელებული დინგი, დიდი ყურები. გვარში 60-მდე კოსმოპოლიტური სახეობაა. ზოგი მათგანი, კერძოდ, რუხი ვირთაგვა (Rattus norvegicus), ნამდვილი სინანთროპია და ადამიანის მიერ უნებურადაა განსახლებული მთელ მსოფლიოში. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული შავი ვირთაგვა და რუხი ვირთაგვა. ადამიანის სამოსახლოს გარდა ვირთაგვები გვხვდებიან ბუნებრივ პირობებშიც. წელიწადში 3-4-ჯერ მრავლდებიან. შობენ 5-15 ნაშიერს, რომლებიც 3-4 თვის ასაკში იწყებენ გამრავლებას. მრავალჭამიები არიან. გადააქვთ სხვადასხვა ინფექციური დაავადება და ჰელმინთები. მათ ყველგან ებრძვიან და სპობენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]