ვილფრედო პარეტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილფრედო პარეტო

ვილფრედო პარეტო (იტალ. Vilfredo Pareto, დ. 15 ივლისი, 1848 — გ. 19 აგვისტო, 1923) — იტალიელი მეცნიერი[1]. მისი კვლევების ინტერესის საგანს წარმოადგენს საინჟინრო საქმე, ფილოსოფია, სოციოლოგია და განსაკუთრებით ეკონომიკა. ზოგადთეორიული თვალსაზრისით, აღსანიშნავია ეკონომიკური ეფექტიანობა პარეტოს მიხედვით. პარეტოს თეორიული ინტერპრეტაციით, იდეალიზებულ ვარიანტში ეფექტიანია წარმოების შესაძლებლობათა გრაფიკის მხოლოდ ზღვრული სარგებლიანობის სიტუაციები[2]. პარეტოს ოპტიმუმი გულიხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც შეუძლებელია რაიმე კეთილდღეობის მიღწევა სხვა ინდივიდის დაზარალების გარეშე[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.encyclopedia.com/topic/Vilfredo_Pareto.aspx
  2. http://www.economicshelp.org/dictionary/p/pareto-efficiency.html
  3. ავთანდილ სილაგაძე და სხვ., ეკონომიკის ენციკლოპედიური ცნობარი, თბილისი 2005, გვ. 484