ენიდ ბლაიტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენიდ ბლაიტონი
ინგლ. Enid Blyton
დაბადების თარიღი 11 აგვისტო, 1897(1897-08-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი აღმოსავლეთ დალიჩი[13] [14]
გარდაცვალების თარიღი 28 ნოემბერი, 1968(1968-11-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰამფსტედი[13] [14]
დასაფლავებულია გოლდერს-გრინი[15]
ფსევდონიმი Mary Pollock
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, პოეტი, school teacher, საბავშვო მწერალი[16] , სცენარისტი და მასწავლებელი[17]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[5]
ალმა-მატერი იფსუიჩის უმაღლესი სკოლა[16]
ჟანრი საბავშვო ლიტერატურა
Magnum opus ცნობილი ხუთეული, საიდუმლო შვიდეული და Noddy
მეუღლე ჰიუ ალექსანდერ პოლოკი და კენეთ ფრეიზერ დარელ უოტერსი
შვილ(ებ)ი ჯილიენ ბეივერსტოკი და Imogen Smallwood
საიტი enidblytonsociety.co.uk[18]

ენიდ მერი ბლაიტონი (დ. 11 აგვისტო, 1897 — გ. 28 ნოემბერი, 1968) — ინგლისელი საბავშვო მწერალი. 1930-იან წლებში მისი წიგნები მსოფლიო ბესტსელერი იყო და 600 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. ბლაიტონის წიგნები დღემდე პოპულარულია და თარგმნილია 90-მდე ენაზე. წერდა სხვადასხვა თემის შესახებ: განათლება, ბუნების ისტორია, ფენტეზი, საიდუმლოებები და ბიბლიური ნარატივები. ავტორის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: ცნობილი ხუთეული, საიდუმლო შვიდეული, მელორი ტაუერსი და ნადი.

მისი პირველი წიგნი „ბავშვის ჩურჩული“, ლექსების 24 გვერდიანი კრებული 1922 წელს გამოიცა. თავდაპირველი რომანების („სურვილების სავარძლის თავგადასავლები“ (1937) და მოჯადოებული ტყე) კომერციული წარმატების შემდეგ ბლაიტონმა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა შექმნა და გარდა გაზეთებსა და ჟურნალებში დაგროვებული წვლილისა ზოგჯერ წელიწადში 50-ზე მეტ წიგნს გამოსცემდა. ბლაიტონის წერის სტილი დაუგეგმავი იყო და წერის პროცესში არაცნობიერად იშლებოდა. მოკლე დროში გამოცემული დიდი რაოდენობით ნაწარმოებების გამო ბლაიტონთან დაკავშირებით ჭორები გავრცელდა, თითქოს ის „მოჩვენება-მწერლებს“ ქირაობდა, რასაც ავტორი თავგამოდებით უარყოფდა.

1950-იანი წლებიდან ბლაიტონის ნაწარმოებები მათში გადმოცემული თემების გამო კიდევ უფრო საკამათო აღმოჩნდა ლიტერატურის კრიტიკოსთა, მასწავლებელთა და მშობელთა შორის განსაკუთრებით, ნადის სერია. ზოგიერთ ბიბლიოთეკასა და სკოლაში ბლაიტონის ნაწარმოებები აკრძალეს. BBC-მ 1930-იანი წლებიდან 1950-იან წლებამდე ბლაიტონის ნაშრომების გადაცემაზე უარი თქვა მათი ლიტერატურული ღირებულების ნაკლოვანების გამო. ბლაიტონის წიგნები გააკრიტიკეს ელიტისტური, სექსისტური, რასისტული და ქსენოფობიური განცხადებების გამო, თუმცა ისინი ავტორის გარდაცვალების შემდეგაც საუკეთესოდ გაყიდვად სერიებს შორისაა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118512137 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 5.2 http://web.archive.org/web/20170323061918/http://jeugdliteratuur.org/auteurs/enid-blyton
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 BD Gest'
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  11. 11.0 11.1 Babelio — 2007.
  12. 12.0 12.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — გვ. 53. — ISBN 978-1-85743-228-2
  13. 13.0 13.1 FamilySearch Family Tree — 2009.
  14. 14.0 14.1 Encyclopædia Britannica
  15. Find a Grave — 1996.
  16. 16.0 16.1 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 108.
  17. Czech National Authority Database
  18. https://www.musik-sammler.de/artist/enid-blyton