შინაარსზე გადასვლა

ევროპული მონეტების განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევროპული მონეტების განძიპოლონური პოლტორაკებისა და ბრანდებურგულ-პრუსიული დრაიპოლკერების განძი. აღმოჩენილია თბილისში, ყოფილი ტრამვაი-ტროლეიბუსის პარკის (დიდუბის რაიონი) ტერიტორიაზე. პოლონური მონეტები (19 ც.) სიგიზმუნდ III-ის პერიოდს (1587-1632 წწ.) ეკუთვნის და ყველა მოჭრილია ბიდგოშჩის ზარაფხანაში. 3 ც. მიეკუთვნება მარკგრაფ გეორგ ვილჰელმს (1619-1640 წწ.) და მოჭრილია კროსენის ზარაფხანაში. მონეტები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]