დამოკლეს მახვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ უესტოლი, დამოკლეს მახვილი

დამოკლეს მახვილი (ლათ. Damoclis gladius) — გამოთქმა, რომელიც ეფუძნება ძველბერძნულ გადმოცემას სირაკუზელი ტირანის, დიონისე I-ის შესახებ და მიუთითებს მუდმივ საფრთხეზე, რომელიც მოჩვენებით კეთილდღეობას თან ახლავს.[1]

გადმოცემის მიხედვით, დიონისე I-მა შესთავაზა საკუთარ ფავორიტ დამოკლეს გამხდარიყო სირაკუზის მმართველი ერთი დღით, რასაც წინ უსწრებდა დამოკლეს სიტყვები, რომ დიონისე მოკვდავთ შორის უბედნიერესი იყო. ტირანის ბრძანებით დამოკლეს ერთი დღით მეფის პატივს სცემდნენ. საზეიმო სუფრისას დამოკლემ მოულოდნელად დაინახა უქარქაშო ხმალი, რომელიც მისი ადგილის თავზე იყო ცხენის ძუით დამაგრებული. გადმოცემის მიხედვით, დიონისემ ასე დაანახა საკუთარ ფავორიტს კეთილდღეობის წარმავლობა — და ტირანის სიკვდილთან სიახლოვე.[2][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ელერდაშვილი ა., დამოკლეს მახვილი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  2. Цыбульник Ю. С. Крылатые латинские выражения. — М.: ООО «Издательство АСТ», 2003. — стр. 73–74, 830 c., 5000 экз. ISBN 5-17-016376-2.
  3. Jaeger, Mary (14 March 2012). „Cicero and Archimedes' tomb“. Journal of Roman Studies. 92: 49–61, esp. 51ff. doi:10.2307/3184859. JSTOR 3184859.