დავით აბდუშელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბდუშელიშვილი.

დავით ანდრიას ძე აბდუშელიშვილი (დ. 1847 — გ. 1919, ქუთაისი) — ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იყო ვექილი. თანამშომლობდა ჟურნალ „იმედში“, გაზეთ „დროებაში“, იყო ქუთათური გაზეთის „შრომის“ ორგანიზატორთა ჯგუფში, იზიარებდა ქართველი რევოლუციუნერი ხალხოსნების იდეოლოგიას. მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ხალხოსანთა ორგანოში „იმედში“ და გაზეთ „დროებაში“. საინტერესოა აბდუშელიშვილის რამდენიმე წერილი („იმედი“, 1881 წ, №1), რომელშიც გამოთქმულია როგორც მისი ხალხოსნური შეხედულებანი და ესთეტიკა, ისე დამოკიდებულება მის თანამედროვე პუბლიცისტიკასთან (გ. თუმანიშვილის წერილის „შარშანდელი რუსეთის“ მიმოხილვა, ი. როსტომაშვილის წერილის „განათლება და ვაჭრობის“ განხილვა, ე. გაბაშვილის, ვ. ორბელიანის, ა. წერეთლის მხატვრულ თხზულებათა კრიტიკული ანალიზი, ა. პუშკინის პოემის „ბახჩისარაის შადრევნის“, მ. თუმანიშვილისეულ, ა. ბუვიეს „იზას“ ი. ჭავჭავაძისეულ და ო. გოლდსმითის „ვეკფილდის მოძღვრის“ ლ. რაზიკაშვილისეულ თარგმანთა ანალიზი). აბდუშელიშვილმა გაიზიარა ხალხოსან პუბლიცისტთა და კრიტიკოსთა ძირითადი, ნიჰილისტური და ნატურალისტური შეხედულებანი (კერძოდ ა. პუშკინის შემოქმედების მიმართ).

აქვს წერილები მაშინდელი განათლების სისტემისა და სასწავლებელტა მდგომარეობაზე („დროება“). საჩხერის სკოლაზე, აგრეთვე სასამართლოს საქმიანობაზე, ქართველ გლეხობის ეკონომიკურ მდგომარებაზე და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]