ბრჯენი
ბრჯენი, კრონშტეინი, კედელზე, სვეტზე და მისთანებზე მიმაგრებული და ჰორიზონტალური მიმართულებით გამოშვერილი დეტალი ან კონსტრუქცია. ბრჯენი შენობის ზოგიერთი ნაწილის (აივნის, კარნიზის), თაროების, მანქანათა ნაწილების, ამწეების, ჩარხებისა და სხვათა საყრდენია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 546.