ბოსტრიკინების სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოსტრიკინების სახლი
რუს. Дом Бострикиных
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი სემიონ პოპოლინი
ტიპი მოდერნი
გახსნის თარიღი 1914
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ბოსტრიკინების სახლი (რუს. Дом Бострикиных) — შენობა დონის როსტოვში (როსტოვის ოლქი, რუსეთი). მდებარეობს პუშკინის ქუჩაზე (სახლი 106). სავაჭრო სახლი ააშენეს 1914 წელს და თავდაპირველად ეკუთვნოდა ივანე და ანა ბოსტრიკინებს[1]. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე და ანა ბოსტრიკინების სავაჭრო სახლი აგებულია 1914 წელს სამოქალაქო ინჟინერის სემიონ ვასილის ძე პოპოლინის პროექტის მიხედვით. 1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია და მასში განათავსეს კომუნალური ბინები. 1997 წლიდან ბოსტრიკინების სახლის მფლობელია რუსეთის სბერბანკი. სახლის მაცხოვრებელების გასახლების შემდეგ დაიწყო მისი კაპიტალური რემონტი და სახლის რესტავრაციის პროცესი. მასში განთავსდა ბანკის სხვადასხვა განყოფილება[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსტრიკინების სამსართულიანი სახლი მდებარეობს პუშკინის ქუჩის წითელ ზოლში. სავაჭრო სახლის სიეტრიული ფასადი გაფირმებულია მოდერნის სტილში[3], რომელიც ასევე შეიცავს კლასიციზმისა და ირაციონალიზმის სტილს[4]. შენობის პირველი სართული რუსტირებულია. მეორე და მესამე სართულს ამშვენებს აივნები აჟურული მოაჯირებით. შენობის ფასადი გვირგვინდება მკვეთრად ჩაზნექილი ფორმის სხვენით. კარნიზებზე დამონტაჟებულია პარაპეტის ბოძკინტები[1]. ფასადი შემკულია თაბაშირის დეკორატიული ჩანართებით[3]. ბოსტრიკინების სახლი ფერთა გამა შეირჩა 1997 წლის რეკონსტრუქციის პერიოდში შენობის არქიტექტურული სტილის საფუძველზე[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Волошинова Л. Ф. Пушкинская улица. — Ростов-на-Дону: «Донской издательский дом», 2000. — С. 103—106. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87688-250-X.
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-23.
  3. 3.0 3.1 Ростовский модерн. Журнал Hi Home. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2013-10-27.
  4. Модерн в архитектуре Ростова-на-Дону. mediaassa.ru. ციტირების თარიღი: 2013-10-27.[მკვდარი ბმული]