ბლეიკ ლაივლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბლეიკ ლაივლი
დაბადების სახელი ბლეიკ კრისტინა ლაივლი
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1987 (1987-08-25) (36 წლის), ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 1998–დღემდე

ბლეიკ კრისტინა მისტერი (ინგლ. Blake Christina Lively; დ. 25 აგვისტო, 1987, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. გოგონას ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა სერენა ვან დერ ვუდსენის როლმა სერიალ „ჭორიკანაში“. მან ასევე ითამაშა ფილმებში: „ჩაჭრილები“, „მოგზაური შარვლების კავშირი“, „პიპა ლის პირადი ცხოვრება“, „ქურდების ქალაქი“ და „მწვანე ლამპარი“.

ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლეიკ ლაივლი დაიბადა 1987 წლის 25 აგვისტოს ტარზანაში, კალიფორნიაში. მამა — მსახიობი ერნი ლაივლი, დედა — ნიჭიერების მოძიების მენეჯერი ელეინ ლაივლი. ბლეიკის ორი ძმა (ერიკი და ჯეისონი) და ორი და (ლორი და რობინი) ჰყავს, ყველანი მშობლების კვალს გაყვნენ და გასართობ ბიზნესში მოღვაწეობენ.[1] ბლეიკი გაიზარდა, როგორც სამხრეთელი ბაპტისტი.[2] ის ყველაზე პატარაა 5 და-ძმიდან.[3].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლეიკმა სამსახიობო კარიერა დაიწყო 11 წლის ასაკში,1998 წელს,როდესაც ითამაშა ფილმში „Sandman“, რომელიც მისმა მამამ დააპროდიუსერა. ამის შემდეგ, ბლეიკი დაბრუნდა სასწავლად სკოლაში, მაგრამ 2004 წელს ისევ შეწყვიტა სწავლა ფილმის „მოგზაურ შარვლების კავშირში“ გადასაღებად. ბრიჯიტის როლის კასტინგისთვის ბლეიკიმ გაუგზავნა თავისი სურათი ნებისმიერი მონაცემის გარეშე, პროდიუსერებმა იფიქრეს, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ როდესაც იგი მოვიდა მოსმენებზე, განაჩენი კარგად ჩანდა - იგი იმდენად შესაფერისი იყო ამ როლისთვის რომ დიდი შემოწმებები არც გაუვლია. ფილმში ბრიჯიტ ვრილენდის – მისი გმირის მამას თამაშობს მისი ნამდვილი მამა.

ამ ფილმის შემდეგ,მან ასევე ითამაშა ფილმებში „სიმონი ამბობს“, ჩაჭრილები“, „ელვისი და ანაბელი“, და ა.შ. ბლეიკისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა სერენა ვან დერ ვუდსენის როლი სატელევიზიო სერიალში „ჭორიკანა“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი როლი შენიშვნები
2005 მოგზაური შარვლების კავშირი ბრიჯიტ ვრილენდი
2006 ჩაჭრილები მონიკა მოურლენდი
2006 სიმონი ამბობს ჯენი
2007 ელვისი და ანაბელი ანაბელ ლეიჰი
2008 მოგზაური შარვლების კავშირი 2 ბრიჯიტ ვრილენდი
2009 ნიუ-იორკო მიყვარხარ გაბრიელ დიმარკო
2009 პიპა ლის პირადი ცხოვრება ახალგაზრდა პიპა ლი
2010 ქურდების ქალაქი კრისტა კაუგლინი
2011 მწვანე ლამპარი კეროლ ფერისი

სერიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური როლი შენიშვნები
2007–დღემდე ჭორიკანა სერენა ვან დერ ვუდსენი მთავარი როლი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wood, Dana. (2008-12) Blake Lively's After School Activities (p. 1). W. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-28. ციტირების თარიღი: 2009-11-15.
  2. "The Talk of The Town" Nylon (მაისი 2008) magazine
  3. Miller, Rebecca. (2009-12) Blake Lively Grows Up. Marie Claire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-16. ციტირების თარიღი: 2009-11-13.