ბიოფიზიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოტოსინთეტიკური რეაქციის ცენტრი

ბიოფიზიკა (ძვ. ბერძნ. βίος — „სიცოცხლე“, φύσις — „ბუნება“) — ცოცხალი სისტემების ფიზიკა, შეისწავლის ცოცხალ სისტემათა ფუნქციონირების ფიზიკურ პრინციპებს. ბიოფიზიკის ხასიათის გამოკვლევებს ვხვდებით ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში ფრანგ მეცნიერ რ. დეკარტთან და იტალიელ სწავლულებთან ჯ. ბორელისა და ლ. გალვანთან. ბიოფიზიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა გერმანელი მეცნიერების ჰ. ჰელმჰოლცის, ვ. ვუნდტის, რ. მეიერის, ე. დიუბუა-რეიმონის, დ. ბერნშტაინის და სხვათა შრომებს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, მძლავრი განვითარება კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ენციკლოპედია საქართველო“, თბ. 1997, ტ. I, გვ. 438-439. მ. ზაალიშვილი