აუშვიცის ტატუისტი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„აუშვიცის ტატუისტი“
ავტორი ჰეზერ მორისი
ქვეყანა ახალი ზელანდია
ენა ინგლისური
ჟანრი ისტორიული
გამომცემელი CPress
გამოცემის თარიღი იანვარი 11, 2018

აუშვიცის ტატუისტი (ინგლ. The Tattooist of Auschwitz) — ახალ ზელანდიელი მწერლის ,ჰეზერ მორისის 2018 წლის ჰოლოკოსტის რომანი.წიგნი მოგვითხრობს როგორ შეუყვარდა სლოვაკ ებრაელ ლალე სოკოლოვს გოგო რომელიც ტატუებს აკეთებდა აუშვიცის ბანაკში. Სიუჟეტი დაფუძნებულია სოკოლოვისა და მისი მეუღლის, გიტა ფურმანის რეალურ ცხოვრებაზე. Წიგნის მიმართ იყო არაერთგვაროვანი კრიტიკა.ზოგი აფასებდნენ რომანის დამაჯერებელ ისტორიას,რომელიც დაფუძვნებულია რეალურ მოვლენებზე,ხოლო მტკიცებულებები ფაქტობრივი უზუსტობის შესახებ რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არასწორ ინფორმაციას ისტორიული მოვლენების ირგვლივ,გააკრიტიკა აუშვიცის კვლევითმა ცენტრმა.

2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით , რომანი გაიყიდა 3 მილიონ ეგზემპლარზე მეტი მთელ მსოფლიოში.2018 წელს ის იყო #1 New York Times ბესტსელერი და #1 საერთაშორისო ბესტსელერი.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Წიგნი რომელიც იყო მორისის სადებიუტო რომანი თავდაპირველად დაიწერა სცენარის სახით.მორის ლალეს ამბის მოყოლის იდეა მისმა და ლალეს ვაჟის საერთო მეგობარმა შესთავაზა,მას შემდეგ რაც ლალეს ცოლი გიტა გარდაიცვალა.მორისი ლალეს სამი წელი ხვდებოდა რათა მოესმინა მისი ამბავი გიტასთან ყოფნის შესახებ აუშვიცში და ჩანაწერები გაეკეთებინა მისი სცენარისთვის.ლალემ ამ შეხვედრების დროს ისაუბრა იმდროინდელ ტრავმის, ტკივილისა და გადარჩენის დანაშაულის შესახებ, რომელიც მან განიცადა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Სიუჟტი გადმოცემულია ლალე სოკოლოვის პერსპექტივიდან როგორც ტყვე მეორე მსოფლიო ომის დროს.ის სხვა ებრაელებთან ტყვეებთან ერთად ჩაყავთ აუშვიცის სამუშაო ბანაკში,სადაც პირველივე ღამეს შეესწრრო SS-ს მიერ ორ მოკლულ კაცს.

Ლალე ირგებს ახალ ცხოვრებას ,როგორც ებრაელი ტყვე და მალევე ავადდება.ამ დროს მისით დაინტერესდება აუშვიცის იმდროინდელი ტატუისტი და მას თანაშემწედ აიყვანს რათ გადაარჩინოს.

Პეპანის გაუჩინარების შემდეგ ლალე ხდება მთავარი ტატუისტი.იგი სთხოვს მასზე პასუხისმგებელ SS ოფიცერს თანაშემწეს.როგორც ერთ დროს პეპანიმ აიყვანა იგი.ოფიცერი მას მიუყვვანს ახალგაზრდა პატიმარ ლეონს.

Ლალე ოფიცერთან ურთიერთობას იყენებს პრივილეგიების მოსაპოვებლად,მათ შორის ლამაზ გოგოსთან გიტასთან კომუნიკაციის ჩათვლით.გიტა მუშაობს ერთ-ერთ საწყობში სადაც ინახება პატიმრების ჩამორთმეული ნივთები,ამის გამო მას ხშირად აქვს ძვირფასეულობა დამალული.ამის შემდეგ ლალე რისკავს თავის სიცოცხლეს,რათა გაცვალოს ძვირფასეულობა და ფული საჭმელზე და წამალზე რათა დაეყმაროს პატიმრებს. მაგალითად, სანამ გიტა ტიფით არის დაავადებული, ლალეს წამალი მოაქვს და ჰპირდება, რომ ერთხელაც როცა გამოჯანმრთელდება, მასთან ერთად შექმნის ოჯახს.

SS-ის ოფიცრები ნერვიულობდნენ და იმპულსურად მოქმედებენ რუსული არმიის წინსვლის შესახებ ამბებზე. ბანაკის დოკუმენტები განადგურებულია. ბევრი პატიმარი გადაყვანილია აუშვიციდან, მათ შორის გიტა,რომელიც ლალეს წასვლამდე ეუბნება, რომ გვარად არის ფურმანი. ლალე გადაყვანილია ავსტრიაში, მაუტჰაუზენში, შემდეგ კი ვენის მახლობლად მდებარე სხვა ბანაკში. ლალე ბანაკიდან ღობეზე ნახვრეტით გარბის და რუსი ჯარისკაცების მიერ აღმოჩენისთანავე იძულებულია იმუშაოს შალეში, რომელიც რუსი ჯარისკაცების შტაბ-ბინას ემსახურება როგორც გერმანულად, ისე რუსულ ენაზე ლაპარაკის უნარის გამო.მაგრამ მალევე გიტა გაიქცევა.საბოლოოდ ლალე მიემგზავრება ბრატისლავაში გიტას საპოვნელად,რადგან იცის,რომ ბევრი სლოვაკი პატიმარი იგზავნება იქ.ორი კვირა ის მატერებლის სადგურზე უცდიდა გიტას ამაოდ. Მაგრამ ამის შემდეგ იგი ქუჩაში დაინახა.მათ ერთმანეთს დაუჩოქეს და თქვეს,რომ ერთმანეთი უყვართ.რის შედეგადაც ლალე ხელს თხოვს რაზეც გიტა თანახმააა.

ჟანრი და სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Აუშვიცის ტატუისტი ჯდება ჰოლოკოსტის მხატვრული ლიტერატურის ჟანრში.მორისი წერს მარტივი, მოკლე წინადადებების გამოყენებით მესამე პირის თვალსაზრისით, სადაც ლალე არის ყოვლისმცოდნე მთხრობელი და ამბის მთავარი გმირი.

სტივ უოკერის თქმით, მორისი "ისტორიულ მოვლენებს - და რეალურ ადამიანებს - გამოგონილ ჩარჩოში ათავსებს".

რომანში გამოყენებულია რომანტიული ჟანრის მრავალი ელემენტი, განსაკუთრებით ლალესა და გიტას სიყვარულის ისტორიის მთავარი სიუჟეტური ხაზით.

აუშვიცის ტატუისტი ასევე ჯდება ბიოგრაფიულ ჟანრში. რომანი დაფუძნებულია რეალურ ლალე სოკოლოვის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე და ასახავს იმ გარემოებებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ ლალე და მოთხრობის სხვა პერსონაჟები.